logo_geo
ფეხბურთელების ყველაზე უცნაური რიტუალები და ცრურწმენები
- +

18 ივნისი. 2018. 18:01

 

 

ყველა არ არის მზად, აღიაროს, რომ ბევრი ფეხბურთელისთვის ცრურწმენები და ამოჩემებული საგნები მათი პროფესიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

შეიძლება დაუჯერებელია, რომ რიტუალები სპორტსმენის ასპარეზობის ხარისხზე რაიმე გავლენას ახდენს, თუმცა თავად ისინი მათ აუცილებლობაში დარწმუნებულები არიან.

 

საინტერესოა, რა რიტუალებს იცავდნენ ან რა ცრურწმენების სჯერათ ცნობილ ფეხბურთელებს.

 

მაგალითად, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო მატჩების წინ ყოველთვის ფიოდორ დოსტოევსკის ლიტერატურას კითხულობდა. უცნობია, რატომ დაიწყო გატუზომ ამის კეთება, თუმცა, ეს მისთვის რიტუალი გახდა.

 

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო კი სტადიონზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით გადიოდა. ამ წესს იცავდა მისი თანამემამულე რობერტო კარლოსიც. ამ რიტუალის დაცვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმაც აღიარა.

 

ესპანური მედია ესპანელ მეკარეს იკერ კასილასს ერთ-ერთ ცრუმორწმუნე სპორტსმენს უწოდებს.

 

„ის ყოველთვის აჭრის მაისურს მკლავებს, წინდებს კი უკუღმა იცვამს“, - წერდა პორტალი Marca. გარდა ამისა, როდესაც მისი გუნდი გოლს იტანს, კასილასი უბრუნდება კარს, აკეთებს პატარა ნახტომს და ძელს მარცხენა ხელით ეხება.

 

საინტერესოა, რა რიტუალს იცავდა საფრანგეთის ნაკრები 1998 წელს. როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელები გასახდელში ერთსა და იმავე სიმღერას „I Will Survive“-ს უსმენდნენ.

 

ლეგენდარული კოლუმბიელი მეკარის რენე იგიტას ცისფერი საცვლების შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მისი თქმით, ყველაფერი მკითხავთან მისვლის შემდეგ დაიწყო.

 

„მკითხავმა გვითხრა, რომ დაწყევლილები ვართ და გამოგვიგზავნა ქამრები და ცისფერი საცვლები ყველა მოთამაშისთვის. ისინი კარგად მოვირგეთ, შედეგად კი ლიბერტადორესის თასი მოვიგეთ“, - იხსენებს ფეხბურთელი.

 

ინგლისელი ფეხბურთელი ბობი მური გასახდელიდან ყოველთვის ბოლო გადიოდა. ანალოგიურად იქცეოდა მისი თანამემამულე პოლ ინსი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი