logo_geo
ქართველი პილოტი ზურა იარაჯული, რომელიც აფხაზებს ტყვედ არ ჩაბარდა და გმირულად დაიღუპა
- +

20 ივნისი. 2018. 23:10

 

 

საქართველოს ეროვნული გმირი ზურა იარაჯული დაიბადა 1971 წლის 12 მარტს, თიანეთის რაიონის სოფელ იარაჯულებში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც საფრენოსნო პრაქტიკები ჩეხური წარმოების სასწავლო L-29 “დელფინი” და L-39 “ალბატროსი”-ს ტიპის თვითმფრინავებზე გაიარა. 1992 წელს მას ავიაციის ლეიტენანტის წოდება და  მფრინავ-ინჟინრის სპეციალობა მიანიჭეს.  ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, დამოუკიდებელ საქართველოში კი აფხაზური სეპარატისტული ძალები ძლიერდებოდნენ და ომი გარდაუვალი იყო. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. იმავე წელს ზურა იარაჯული სამშობლოში დაბრუნდა და ახალშექმნილ ქართულ სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში მფრინავის შტატით ჩაირიცხა. 1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იარაჯულმა და რამდენიმე სხვა ქართველმა მფრინავმა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ,,ველის,, აეროდრომზე მოიერიშე Cy-25-ით ფრენის დაჩქარებული კურსები გაიარეს. ნოემბრის თვიდან კი კოპიტნარის აეროდრომიდან ზურა იარაჯულმა აფხაზეთის ფრონტზე საბრძოლო გაფრენები დაიწყო.

 

1993 წლის 13 ივლისი, აფხაზი სეპარატისტები და რუსი სამხედროები სოფელ შრომას გაფთრებით უტევენ, დილის 10 საათზე კოპიტნარის სამხედრო აერდრომზე ქართველმა სახედროებმა სადაზვერო ინფორმაცია გადმოსცეს რომლის თანახმადაც მოწინაღმდეგის სამხედრო კოლონა სოფელ შრომის მიმართულებით მოემართებოდაა, კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიდან საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების ოთხი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი აფრინდა.

 

ქართველი მფრინავების საბრძოლო დავალება  იყო საავიაციო დარტყმებით გაანადგურონ მოწინაღმდეგის სამხედრო კოლონა. ქართული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავებმა მალევე აღმოაჩინეს ამზარა-შრომის გზაზე მოძრავი  აფხაზები სეპარატისტების საბრძოლო ტექნიკის კოლონა, კოლონაში შემადგენლობაში იყო ერთი ტ-55 ტიპის ტანკი, ორი ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ზუ-23-2 ავტომატური საზენიტო ქვემეხებით აღჭურვილი ოთხი გაზ-66 ტიპის სამხედრო ავტომანქანა, ჯავშანმანქანებს უკან ქვეითები მოყვებოდნენ.

 

ქართულმა სუ-25 ტიპის მოიერიშებმა დაბალი სიმაღლიდან მოწინაღმდეგის სამხედრო კოლონა ინტენსიურად დაბომბეს 500 კგიანი საავიაციო ბომბებით და ს-8 ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტებით. ქართულმა სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავებმა აფხაზების სამხედრო კოლონა საავიაციო დაბომბვით მთლიანად გაანადგურეს. (მათ შორის ზურა იარაჯულმა) და კოპიტნარის აეროდრომზე მშვიდობიანად დაბრუდნენ.

 

დასვენებას ვერ ასწრებენ რომ კოპიტნარის აეროდრომზე მორიგი ინფორმაცია მოდის, ქართულმა დაზვერვამ აღმოაჩინა რომ განადგურებული კოლონის სანაცვლოდ აფხაზები და რუსები ახალ სამხედრო კოლონას აგზავნიან შრომის მიმარტთულებით,  კოპიტნარის აერდრომიდან ქართული სამხედრო ავიაციის ორი სუ-25 ტიპის მოიერიშე აფრინდა, სუ-25 ს საბორტე ნომრით N 10 ზურა იარაჯული მართავს.

 

ქართული სუ-25 მოიერიშები ისევ წარმატებით  ბომბავენ აფხაზების სამხედრო კოლონას,თუმა რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს ხვდება და ცეცხლი ეკიდება, ცეცხლმოკიდებული სუ-25 დან ზურა იარაჯული პარაშუტით ხტება ქარს პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიაქვს. მეორე სუ-25 კოპიტნარის აეროდრომზე ჯდება,კოპიტნარის აერდრომიდან სასწრაფოდ ფრინდება მი-24 ტიპის საბრძოლო შვეულფრენი და გუმისთას მიდამოებში ეძებს კატაპულტირებულ სამხედრო მფრინავს.თუმცა ძებან უშედეგოდ მთავრდება.

 

მოგვიანებით ცონობილი გახდა რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ალყაში მოუქცევიათ ზურა იარაჯული და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში სხვა ტყვებზე გაცვლას დაპირდნენ. კაპიტანმა ზურა იარაჯულმა იცოდა რომ ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში აფხაზ ტყვებზე გაცვლიდნენ, სწორედ ამ გზით აფხზების ტყვეობიდან გამოვიხსენით ორი ქართველი სამხედრო პილოტი,თუმცა ზურა იარაჯულმა ტყვედ ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს. ორი მოკლა და ერთი ბოივიკიც დაჭრა. კაპიტანი ზურა იარაჯული გმირულად იღუპება. 1993 წლის 27 ივლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა და მოხერხდა ზურა იარაჯულის ცხედრის გადასვენებ თიანეთში. სამწუხაროდ ამ ახალგაზრდა ქართველი სამხედრო პილოტის გმირობა დღემდე სათანადოდ არ არის დაფასებული, დღეს კაპიტან ზურა იარაჯულს 42 წელი შეუსრულდებოდა. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.

 

2013 წლის 19 სექტემბერს კი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით ზურა იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

წყარო: gmas.ge

 

 

 

big_banner
არქივი