logo_geo
მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მცენარეები
- +

21 ივნისი. 2018. 20:53

 

მსოფლიოში მრავალი სახიფათო მცენარეა. ხშირად მათ სულაც ვერ აღვიქვამთ საშიშ ორგანიზმებად.

ინტერნეტ-გამოცემა Business Insider-ი წარმოგვიდგენს რამდენიმე ყველაზე საშინელ, სახიფათო მცენარეს.

 

  1. გიგანტური ამბროზია (Heracleum mantegazzianum)

 

 

მის წვენს შეუძლია გამოიწვიოს გამონაყარი, წყლულები, მუდმივი ნაწიბურები და სიბრმავეც კი.

ეს მცენარე სიმაღლეში 6 მეტრამდე იზრდება და აშშ-ში შეტანილია შხამიან მცენარეთა სიაში.

 

  1. ტილჭირი (Aconitum napellus)

 

 

ტილჭირი ერთი შეხედვით ულამაზესი და უსაფრთხო ჩანს, მაგრამ მისი ზოგიერთი ნაწილი შხამიანია.

ძველ დროში, მის წვენში ამოვლებულ ისრებს მგლების მოსაკლავად იყენებდნენ.

ადამიანებში იწვევს პირღებინებას, დიარეას და მგრძნობელობის დაკარგვას.

 

  1. აბუსალათინი (Ricinus communis)

 

 

შეიცავს დიდი ოდენობით რიცინს და აქვს სწრაფად გამოხატული მწვავე ეფექტები.

პროფესორ ტომ ომბრელიოს განცხადებით, ამ მცენარით მოწამვლის სიმპტომებს შორის არის კუჭის აშლილობა, პირღებინება, სისხლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, გულის აჩქარება, სისხლის დაბალი წნევა, ოფლდენა, კონვულსიები და რამდენიმე დღეში სიკვდილი.

 

  1. ციკუტა (Cicuta)

 

 

წყლის ციკუტა შხამიანი მცენარეა, რომელსაც მრვალი გართულებისა და სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.

 

  1. ლემა (Datura stramonium)

 

 

ხშირად მას „ანგელოზის საყვირსაც“ უწოდებენ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის საკმაოდ სახიფათო მცენარეა.

არსებობს მისი ნაყენის დალევის შედეგად ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები.

 

  1. ჭინჭრის ხე (Dendrocnide moroides)

 

 

ეს ავსტრალიური მცენარე დაფარულია ციცქნა, შხამიანი ბუსუსებით, რომელიც შეხებისთანავე კანში ესობა. ასეთ შემთხვევაში, მწვავე ტკივილი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგყვებათ.

 

  1. დათვის თეთრი კენკრა (Actaea pachypoda)

 

 

ნაყოფები საზარელ თვალებს წააგავს. ხშირად „თოჯინის თვალებსაც“ უწოდებენ.

მისურის ბოტანიკური ბაღის მონაცემებით, ეს ნაყოფი ძლიერ შხამიანია. თავს არიდებენ ცხოველებიც.

 

  1. ზარავანდი (Aristolochia clematitis)

 

 

მას ხშირად იყენებენ ტრადიციულ მედიცინაში, თუმცა აშშ-ის საკვებისა და წამლის ეროვნული ადმინისტრაცია მომხმარებლებს მკაცრად აფრთხილებს, მოერიდონ მის მიღებას. მიზეზი გვერდითი ეფექტებია.

 

  1. პლაჟის ვაშლი (Hippomane mancinella)

 

 

ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში. ესპანურად მას „სიკვდილის ხესაც“ უწოდებენ, რადგან ვაშლის მსგავსი პატარა ნაყოფების ჭამის შემთხვევაში, სიკვდილი თითქმის გარდაუვალია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი