მწვანე სივრცეებისა და ხეების ინვენტარიზაცია, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხმოციანი წლების მერე არ ჩატარებულა, ასე რომ, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა შეგვიძლია, ვიცოდეთ, თუ რომელი სახეობის ხეებია ყველაზე დიდი რაოდენობით თბილისში. როგორც „სითი კვირას“ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტად გავრცელებული მერქნიანი ხის სახეობები ჭადარი, ფიჭვი, ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, კედარი, აკაცია, კვიპაროსი და ვერხვია.
ხეები ურბანულ გარემოში გთავაზობენ სხვადასხვა სახის ეკოსისტემურ სარგებელს. გარემოსდაცვითი მიმართულებით, ისინი: