logo_geo
ასპირინი ინფარქტის რისკს ამცირებს
- +

23 ივნისი. 2018. 17:20

 

გულის შეტევის უმეტესობა ხდება დღისით დილის 6 საათსა და შუადღეს შორის, თუ გულის შეტევა ხდება ღამით, როცა გული ყველაზე დასვენებულ მდგომარეობაშია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ხდება რაღაც უჩვეულო. პროფესორმა ვირენ სომერსმა და მისმა კოლეგებმა, რომლებიც ათწლეული მუშაობდნენ ამ პრობლემაზე, დაამტკიცეს, ღამე ინფარქტის განვითარების მიზეზი ძირითადად ძილის აპნოეა.

 

თუ თქვენ იღებთ ასპირინს დღეში 1-ჯერ, ჯობია, ის მიიღოთ ღამით – მიზეზი: ასპირინს აქვს 24-საათიანი „ნახევრად დაშლის პერიოდი“ და რადგან გულის ინფარქტი ძირითადად ხდება დილის საათებში, ასპირინს ამ დროისათვის ექნება ყველაზე ძლიერი მოქმედება.

 

ინფორმაციისთვის: ასპირინი დიდხანს არის ხოლმე თქვენ სამედიცინო ყუთში, შეიძლება წლების განმავლობაშიც კი (როდესაც ძველდება, ასდის ძმრის სუნი). წაიკითხეთ მოქმედების ვადა და თუ გასული აქვს, აუცილებლად გადააგდეთ. ფირმა „ბაიერი“ აკეთებს კრისტალურ ასპირინს, რომელიც სწრაფად იხსნება ენაზე შეხებისას, და უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ტაბლეტები. ასპირინი აუცილებლად უნდა გქონდეთ საწოლის გვერდით. ტკივილის გარდა გულის არეში, ინფარქტზე შეიძლება მიუთითებდეს ტკივილი მარცხენა მხარში, ნიკაპში, გულისრევა და ძლიერი ოფლიანობა.

 

შეიძლება ტკივილი სულაც არ იყოს გულის შეტევის დროს, ადამიანთა უმეტესობას, დაახლოებით 60%–ს ინფარქტი უვითარდება ძილის დროს, ხოლო თუ ტკივილი წარმოიშვა, ის იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს აღვიძებს ღრმა ძილიდან. როდესაც ასე ხდება, აიღეთ ასპირინის 2 აბი, გახსენით პირის ღრუში და ჩაყლაპეთ წყლის დაყოლებით.

 

შემდეგ დარეკეთ სასწრაფოში 112, მეზობელთან, ოჯახის წევრთან – უთხარით – ინფარქტი! – უთხარით, რომ მიღებული გაქვთ 2 ასპირინი. მოთავსდით სავარძელში ან დივანში კარებთან ახლოს და დაელოდე სასწრაფო მანქანას. არასდროს არ დაწვეთ პირაღმა. კარდიოლოგების გამოთვლით, თუ თქვენ ამ ინფორმაციას გაუზიარებთ 10 ადამიანს, შესაძლოა გადაარჩინო 1 ადამიანი...

 

 

 

 

big_banner
არქივი