logo_geo
მიზეზები, რის გამოც ადამიანების უმეტესობა საათს მარცხენა ხელზე იკეთებს
- +

23 ივნისი. 2018. 18:29

 

მაჯის საათები ბევრი ადამიანისთვის ის მნიშვნელოვანი ნივთია, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს, თუმცა ყველა ადამიანი მას ერთსა და იმავე ხელზე არ იკეთებს.

 

Parkers Jewellers-ის სპეციალისტმა სტეფან ჩარლსმა „Metro“-სთან საუბრისას განმარტა, რატომ ამჯობინებს ადამიანების  დიდი ნაწილი, მაჯის საათი მარცხენა ხელზე გაიკეთოს.

 

როგორც წესი, მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობა მარჯვენა ხელს უფრო აქტიურად იყენებს. შესაბამისად, საათის მარცხენა ხელზე გაკეთებისას ის ნაკლებად უშლის ადამიანს ხელს იმაში, რომ მარჯვენა ხელით იმუშაოს, მაგალითად, - წერაში ხელი არ შეეშალოს.

 

გარდა ამისა, საათები ისეა დამზადებული, რომ მემარცხენე ადამიანისთვისაც კი, მისი გასწორება მარჯვენა ხელით უფრო მოსახერხებელია, რადგან საათებს დროის გასასწორებელი ღილაკები მარჯვნივ აქვს განთავსებული.

 

სპეციალისტი განმარტავს, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელ ხელზე უნდა გავიკეთოთ საათი. ამას არც მოდის რაიმე ტენდენცია უსვამს ხაზს. მთავარია, მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც დროის კონტროლისთვის შეიქმნა, ადამიანს ხელს არ უშლიდეს საქმის კეთებისას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი