logo_geo
ვინ იყო პირველი ქართველი, ვისაც თბილისში ძეგლი დაუდგეს
- +

25 ივნისი. 2018. 12:59

 

საქართველოში პირველი მრგვალი ქანდაკება  150 წლის წინ დაიდგა. 1867 წლის 25 მარტს ახლანდელი ზაარბრიუკენის მოედანზე  კავკასიის მთავარმართებელის,  მიხეილ ვორონცოვის ძეგლი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა. ტფილისელებმა თავიანთ მიერ შეგროვებულ 36 ათას მანეთს რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი 5 ათასი დაუმატეს და პეტერბურგში ვორონცოვის ძეგლი ჩამოასხმევინეს. ვორონცოვის ძეგლი ტფილისში 1922 წლამდე იდგა.

 

 

მეორე ძეგლი, რომელიც თბილისში აღიმართა,  პუშკინის იყო და ის 1892 წელს დაიდგა. მესამე ძეგლი 1902 წელს ნიკოლაი გოგოლს დაუდგეს. ორივე ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩი იყო. პირველი ქართველი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს, აკაკი წერეთელი იყო.

 

 

იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ბიუსტი, 1922 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში დაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ  აკაკი წერეთლის ბიუსტმა მაშინდელი საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პოეტის გაშიშვლებული მკერდის გამო თბილისელების ერთ ნაწილი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. თუმცა, იყო საპირისპირო მოსაზრებაც, მაგალითად, გერონტი ქიქოძე წერდა:  „ვისაც მოხუცი აკაკი წერეთელი სიცოცხლეში უნახავს, დამეთანხმება, რომ მის ბიუსტში დიდი ოსტატობითაა გადმოცემული არა მარტო სახის ნაკვთები, არამედ ის მიუწვდომელი რაღაცა, რასაც სახის იერი ეწოდება. ეს ჭოგნარის ქვა ჭეშმარიტად სულჩადგმულია. დასანანებელია მხოლოდ, რომ ეს ძეგლი უფრო მკვიდრ და კეთილშობილ მასალაში არ არის შესრულებული, რომ ატმოსფეროს ცვალებადობა და მტვერი მას ზიანს აყენებს. ძნელია, ვინმე მოქანდაკეს იმის გამო შეედავოს, რომ აკაკი წერეთლის მკერდი გატიტვლებულია ჰომეროსის დროინდელ რაფსოდივით: ამით თითქო ხაზგასმულია ის, რაც ზეისტორიული იყო ქართველ პოეტში“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი