logo_geo
ხოჭოს შხამს კიბოს განკურნება შეუძლია
- +

30 ივნისი. 2018. 11:01

 

არსებობს ხოჭოების ისეთი სახეობები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია სიცოცხლისთვის, თუმცა თურქი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მწერების ძლიერ შხამს დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კიბოსთან ბრძოლის პროცესში.

 

ხოჭო Paederus-ის შხამს მანისას უნივერსიტეტის მკვლევარი და პროფესორი, სილან ანლასი „კიბოს მკურნალობის იმედს“ უწოდებს.

 

პროფესორი ხოჭოებს უკვე 15 წელია იკვლევს. მისი თქმით, ხანგრძლივი კვლევის თავდაპირველი შედეგები იმედისმომცემია, რადგან შხამმა კიბოს უჯრედების დაზიანება შეძლო.

 

„ახალი თაობის ანტიბიოტიკების წარმოქმნის მიზნით, უკვე დავადგინეთ, რომ ხოჭოს შხამს დიდი ეფექტი აქვს და არაერთ ბაქტერიას ანადგურებს", - განაცხადა სილან ანლასმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი