logo_geo
ექსპერტებმა კიბოს გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს
- +

30 ივნისი. 2018. 15:26

 

 

ექსპერტებმა კიბოს მეტ-ნაკლებად გამომწვევი პროდუქტების სია წარმოადგინეს.

 

იმ საკვები პროდუქტების სიაში, რომლებიც ნაწლავის და კუჭის სიმსივნის წარმოქმნის რისკს ზრდიან, წითელი გადამუშავებული ხორცი აღმოჩნდა. მწარმოებლები შენახვის ვადას ახანგრძლივებენ და მისი საგემოვნებო თვისებების გასაუმჯობესებლად ნიტრატებს ამატებენ, რაც ძირითადად კანცეროგენებს წარმოადგენენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ დღეში 50 გრამი ასეთი ხორცის მიღებაც კი კიბოს რისკს 18%-ით ზრდის.

 

ავთვისებიან სიმსივნეს წარმოქმნის შაქარიც. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ კავშირი ტკბილეულსა და ონკოლოგიას შორის, მისი ხშირი მიღება ჭარბწონიანობას იწვევს, რომელიც, თავის მხრივ, კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

 

დაავადების წარმოშობის ალბათობის შესამცირებლად ექსპერტები მომხმარებელს მწვანე ჩაის, ბროწეულის, ცხიმიანი თევზის, კურკუმას, ბოსტნეულის და ხილის მიღებას ურჩევენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი