logo_geo
„მერსედესი“ მსოფლიოში პირველი ავტომობილის რეპლიკას ყიდის
- +

30 ივნისი. 2018. 17:51

 

 

„მერსედეს-ბენცის“ განშტოება „ოლ ტაიმ სტარზი“, რომლის სპეციფიკაც კლასიკურ ავტომობილებზე მუშაობაა, მსოფლიოში პირველი ავტომობილის რეპლიკას ყიდის.

ის არის გოტლიბ დაიმლერის მიერ 1886 წელს დაპატენტებული ავტომობილის ზუსტი ასლი.


აღიარებულია, რომ დაიმლერის მიერ შექმნილი სამბორბლიანი თვითმავალი ეტლი, რომელიც საპატენტო ცნობაში „პატენტ-მოტორვაგენად“ არის მოხსენიებული, მსოფლიოში პირველ ავტომობილად არის მიჩნეული. ანუ ისაა მანქანა, რომელიც მოძრაობაში შიდაწვის ძრავს მოჰყავს.


 

ძრავი ერთცილინდრიანია და ის მანქანის უკან არის განლაგებული. ცილინდრს ჰორიზონტალური მდგომარეობა უკავია. მისი მუშა მოცულობა 854 კუბური სანტიმეტრია. სიმძლავრე ორ მესამედ ცხენის ძალას, 250 ბრუნს/წუთში აღწევს. ძრავი უკანა ბორბლებთან ჯაჭვური გადაცემით არის დაკავშირებული, მანქანის მართვა კი ბერკეტით ხორციელდება.


„მერსედესმა“ ამ ავტომობილის რამდენიმე ასლი 2001-2002 წლებში დაამზადა. ყველა მათგანი მუზეუმებისთვის და სადემონსტრაციოდ იყო განკუთვნილი. რაც მთავარია, ყველა მუშა მდგომარეობაშია და გადაადგილების უნარი გააჩნია. ეგზემპლარი, რომელსაც გერმანული კომპანია ყიდის, 2002 წელს დამზადდა.


ავტომობილის ფასი უცნობია. კომპანია დაინტერესებულ მყიდველს ფასს უშუალო კონტაქტისას შეატყობინებს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი