logo_geo
რჩევები, რომლებიც ბავშვის მზის დამწვრობისგან დაცვაში დაგეხმარებათ
- +

3 ივლისი. 2018. 01:06

 

 

ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი ბავშვები და მათი ნორჩი კანია. ეზოში თამაშის დროსაც კი მათ შეიძლება ისეთი დონის დამწვრობა მიიღონ, რომ შემდეგ ბავშვს ამან დისკომფორტი და გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნას. აღარაფერს ვამბობთ, აუზზე ან ზღვაზე ჭყუმპალაობაზე. ამ დროს ბავშვის კანი მაქსიმალურად იღებს სხივებს და რიგ შემთხვევაში კანის სერიოზული დამწვრობაც წარმოიქმნება.

 

თქვენი ბავშვი მზის დამწვრობისგან რომ დაიცვათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

 

  1. ქუჩაში გასვლის წინ ბავშვს აუცილებლად დაახურეთ ქუდი.

 

  1. მაქსიმალურად შეამცირეთ მზეზე ყოფნის დრო შუადღის საათებში. განსაკუთრებით უფრთხილდით მზეზე გამოსვლას 10:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში.

 

  1. ღრუბლიანმა ცამ არ მოგატყუოთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუკი მზე ღრუბლებს ეფარება, მისი ბიოგენური აქტივობა წყდება. თუმცა ეს ასე არ არის: ღრუბელი მზის სხივების 50%-ს ატარებს.

 

  1. იხმარეთ მზისგან დამცავი საშუალებები. სასურველია, ის კანის ღია ადგილებზე ყოველ 2 საათში ერთხელ წაუსვათ ბავშვს.

 

  1. სიფრთხილე გამოიჩინეთ მზისგან დამაცვი კრემის არჩევის დროსაც. ხარისხიან პროდუქტზე ყოველთვის მითითებულია ულტრასხივების შთანთქმის პროცენტი (რაც მაღალია ეს პროცენტი, მით უკეთესია კრემი), A და B ტიპები და მათგან დაცვის ხანგრძლივობა.

 

  1. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ წყალი სხივების 50 პროცენტს ატარებს. ამიტომ ისეთი დამცავი კრემი შეარჩიეთ, რომელსაც აწერია "წყალგამძლე".

 

ბაზარზე

 

მზისგან დამცავი ლოსიონების მართლაც მრავალფეროვანი არჩევანია. თუმცა მათ შორის გამორჩეულია "მუსტელას" ლოსიონი. მუსტელა / Protectiv Sun lotion SPF +50. ეს არის მუსტელას მზის დაცვის ახალი სერია, რომელიც თქვენს ბავშვებს მზეზე ყოფნის დროს დამატებითი გართულებებისგან დაიცავს. ის უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას, როგორც UVA, ასევე UVB სხივების მიმართ. ახალი, ინოვაციური ფორმულა განკუთვნილია ბავშვის ნაზი კანის დასაცავად. აქვს წყალმდგრადი ფორმულა, მსუბუქი ტექსტურა და კანზე წასმისას არ ტოვებს თეთრ კვალს.

 

არ დაგავწიყდეთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვის მზეზე ყოფნა არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია გამოიყენეთ "მუსტელას" მზისგან დამცავი ლოსიონები, რომლებიც გამოიყენება დაბადებიდან.

"მუსტელას" ლოსიონის ეფექტურობა მის შემადგენლობაში მდგომარეობს. ის არ შეიცავს ალკოჰოლს, პარაბენს, ფტალატს, ფენოქსიეთალონს, ქლორფენეზინს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი