logo_geo
დღეში 6 ფინჯანი ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
- +

3 ივლისი. 2018. 10:56

 

 

 

დღის განმავლობაში 6 ან მეტი ფინჯანი ყავის დალევით სიცოცხლე ხანგრძლივდება. ამის შესახებ ჟურნალ „JAMA Internal Medicine“-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში წერია.

 

კვლევაში თითქმის ნახევარი მილიონი ბრიტანელი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ ყავის მოყვარულებში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბევრად დაბალია სიკვდილის რისკი, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც ყავას არ მიირთმევენ.

 

ახალი კვლევის მიხედვით, ყავა ინსულტისა და გულის უკმარისობის რისკს ამცირებს.

 

ყავის სასარგებლო თვისებები გასულ წელს ამერიკის გულის ასოციაციის სპეციალისტებმაც აღმოაჩინეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი