logo_geo
როცა ცოლი ტვინს ბურღავს, შენც რაღაც უნდა გაბურღო
- +

4 ივლისი. 2018. 18:15
 
 

1985 წელს ლევონ არაქელიანს ცოლმა კარტოფილის შესანახი ორმოს ამოთხრა დაავალა. ლევონსაც უარი არ უთქვამს და დაიწყო სამუშაო, რომელიც 23 წელი გაგრძელდა!

 

44 წლის ლევონმა ორმოს თხრა მშობლიურ სოფელ არინში დაიწყო. დროთა განმავლობაში ორმო გაიზარდა და ლევონმა მარნის მოწყობა გადაწყვიტა. თუმცა მალე სიზმარი ნახა - მიწისქვეშა ტაძარი - და პროექტი კიდევ ერთხელ გადაკეთდა.
 
 
 
 

23 წლის განმავლობაში ლევონი მხოლოდ ჩაქუჩისა და სატეხის მეშვეობით თავის მიწისქვეშა სამყაროს ქმნიდა. თავიდან სამუშაო ძლიერ ნელა მიდიოდა - ლევონს შავი ბაზალტის ფენა დახვდა და დღეში მხოლოდ 7 სანტიმეტრით იწევდა წინ. ასე გავიდა 10 წელი, მაგრამ შემდეგ ტუფი გამოჩნდა და საქმეც გაადვილდა

 

 

ტუფის შემთხვევაში პროცესი ისე წარმატებით წავიდა, რომ ლევონმა დეკორირებაში ექსპერიმენტებიც კი დაიწყო.

 

 

 

ის დღეში 18 საათს მუშაობდა და მთელ ოთახებს, დერეფნებსა და კიბეებს კვეთდა, რომლებიც 20-მეტრიან სიღრმეზე ეშვებოდნენ. ლევონის ტაძრის ყველაზე ქვედა სათავსი 21 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც 7-სართულიანი სახლის სიმაღლეს წარმოადგენს.

 

 

ლევონს ბევრი დრო და ცოტა ფული ჰქონდა, ამიტომაც თავის ტაძარს ისე რთავდა, როგორც შეეძლო.

 

 

 

ლევონი 2008 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ტაძარი დაუსრულებელი დარჩა. გეგმით, მას კიდევ 30 წელი უნდა ემუშავა.

 

 

 

ახლა ლევონის ცოლი მუზეუმად ქცეულ ადგილს მართავს, სადაც ექსპონატებად ლევონის სამუშაო იარაღებია წარმოდგენილი. რაც შეეხება ლევონის მოჭრილ ქვებს (დაახლოებით 450 თვითმცლელი), ადგილობრივ სამშენებლო ფირმას გადაეცა სხვადასხვა სამშენებლო პროექტებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი