logo_geo
ცხოვრებისეულ პრობლემებს უფრო ადვილად შეხედეთ და ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემები გადაულახავია!
- +

6 ივლისი. 2018. 17:09

 

ერთმა ბიზნესმენმა შეიძინა დიდი ალმასი სამხრეთ ამერიკაში. ახალმა მფლობელმა ეს ალმასი უჩვენა იუველირს, ალმასის შიგნით აღმოჩნდა ბზარი. იუველირმა უთხრა:

 

- შეიძლება ალმასი ორად გავყოთ და ორი ძვირფასი ბრილიანტი გამოვიდეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ერთი არასწორი დარტყმა და ალმასი შეიძლება პატარა ნაწილებად დაიმსხვრეს და მათგან მიღებული ბრილიანტების ღირებულება კი ალმასის ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები იქნება! მე ვერ გავაკეთებ ამას, ვერ გავრისკავ.

 

ბიზნესმენმა სხვა იუველირებსაც მიმართა, მაგრამ ყველა უარზე იყო. შემდგომ მას ერთი იუველირი ურჩიეს, რომელიც ამსტერდამში იყო.

 

ბიზნესმენი ჩავიდა მასთან, ანახა ალმასი და იუველირმაც იმავე რისკზე დაუწყო საუბარი. ბიზნესმენმა უთხრა, რომ ის ამაზე არის ინფორმირებული და ის თანახმა იყო რისკზე. იუველირიც დასთანხმდა და ისინი შეთანხმდნენ საფასურზე.

 

იუველირმა დაუძახა თავის შეგირდს, მისცა მას ეს ალმასი და უთხრა, ორ ნაწილადა გაეყო იგი. შეგირდმა ალმასი ინსტრუმენტების მეშვეობით აუღელვებლად ერთი დარტყმით გაყო ორ ნაწილად.

 

განცვიფრებულმა ბიზნესმენმა ჰკითხა იუველირს:

 

- რამდენი ხანია ეს ბიჭი თქვენთან მუშაობს?

 

- მესამე დღეა, - უპასუხა იუველირმა, - მან არ იცის ამ ალმასის ნამდვილი ფასი და ამიტომაც არ აკანკალებულა მისი ხელი და დარტყმაც იყო მტკიცე და სწორი.

 

P.S. ცხოვრებისეულ პრობლემებს უფრო ადვილად შეხედეთ და ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემები გადაულახავია!

 

 

 

 

big_banner
არქივი