logo_geo
„შოპინგისთვის“ შეუფერებელი ასაკი დასახელდა
- +

7 ივლისი. 2018. 01:29

 

ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაასახელეს ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ ტანსაცმელების მაღაზიებში „საშოპინგოდ“ სიარული ადამიანებს უძნელდება. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

 

გამოკითხვის შედეგების თანახმად, „შოპინგით“ სიამოვნებას ქალები 40 წლის შემდეგ ვეღარ იღებენ, კაცებისთვის კი ეს დრო 37 წლის მიღწევის შემდეგ დგება. ეს ის ასაკია, როცა მათ ახალგაზრდულ სტილზე უარის თქმა უწევთ და არჩევანს „ასაკის შესაბამის“ ტანსაცმელზე აკეთებენ.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შუა ხნის ადამიანები „შოპინგზე“ წლიურად სხვებზე მეტს ხარჯავენ, თუმცა შენაძენის მეხუთედი მაინც მათ გარდერობში ხელუხლებლად რჩება.

 

გამოკითხულთა 40%-ზე მეტი აცხადებს, რომ რაც უფრო ემატებათ ასაკი, მით ნაკლებად ახერხებენ მოდისთვის თვალყურის დევნებას და შესაბამისად, ტანსაცმლის შერჩევაც უჭირთ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი