logo_geo
კოცნა ხელს უწყობს კალორიების დაწვას - მიზეზები, რატომ უნდა აკოცოთ პარტნიორს უფრო ხშირად?
- +

10 ივლისი. 2018. 10:15

 

 

რომანტიკული კოცნა რომ სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გარდა ამისა, კოცნას ბევრი სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლია, რომელთა გამოც რაც შეიძლება მეტჯერ უნდა აკოცოთ საყვარელ ადამიანს.

 

ვნახოთ 5 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა აკოცოთ პარტნიორს ხშირად?

 

  1. კოცნა იცავს პირის ღრუს დაავადების გაჩენისგან - იცოდით, რომ კოცნა ხელს უწყობს კბილების სიჯანსაღეს? კოცნა ხელს უწყობს უფრო მეტი ნერწყვის წარმოქმნას, რაც კბილების მინანქრის სიმყარეს განაპირობებს.

 

 

  1. კოცნა ხელს უწყობს კალორიების დაწვას - რა თქმა უნდა, კოცნა ვერ შეგიცვლით სპორტდარბაზს და იგივე ეფექტი არ ექნება, როგორიც ვარჯიშს, მაგრამ გარკვეულწილად ხელს უწყობს კალორიების დაწვას. კვლევის თანახმად, ერთწუთიანი ვნებიანი კოცნის დროს იწვება 2-დან 5-მდე კალორია.

 

 

  1. კოცნა აუმჯობესებს იმუნურ სისტემას - მეცნიერული კვლევის თანახმად, თუ ხშირად კოცნით საყვარელ ადამიანს, თქვენ უფრო გამძლე ხდებით სხვადასხვა ვირუსების მიმართ, გაციების მიმართ, ამავდროულად ორგანიზმი უფრო მარტივად უმკლავდება სხვადასხვა ალერგიებს.

 

 

  1. კოცნა ამცირებს სტრესის ხარისხს - კოცნა, ეს სასიამოვნო პროცესია, რომელიც ადამიანს ეხმარება, განიტვირთოს. საყვარელი ადამიანის კოცნა რეალურად მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის ხარისხს. ადამიანი უფრო მარტივად უმკლავდება ყოველდღიურ პრობლემებს და ნაკლებად აწუხებს შფოთვა.

 

 

  1. კოცნა ამცირებს ტკივილს - კვლევით დადასტურებულია, რომ კოცნა ამცირებს ტკივილს. ის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. კოცნის დროს ადამიანი ივსება ენდორფინებით, ბედნიერების ჰორმონებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი