logo_geo
ადამიანი, რომელმაც სადამ ჰუსეინი დაკითხა, აქამდე უცნობ ფაქტებს ასაჯაროებს
- +

6 იანვარი. 2017. 15:19



ადამიანი, რომელმაც სადამ ჰუსეინი დაკავების შემდეგ პირველმა დაკითხა, აცხადებს, რომ ბუშის კამპანიას, ერაყის ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოება ერჩივნა.


როდესაც 2003 წელს ამერიკელმა ჯარისკაცებმა გადაყენებული და მიმალვაში მყოფი სადამ ჰუსეინი თავისი მშობლიური ქალაქ თიქრითის სიახლოვეს, მიწისქვეშა ბუნკერში იპოვეს, მისი ვინაობის დასადასტურებლად აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი, ჯონ ნიქსონი აირჩიეს.

ნიქსონი სადამ ჰუსეინის პიროვნებას 1998 წლიდან ანუ, დაზვერვის სამსახურში მისვლის მომენტიდან სწავლობდა.


„იმ პერიოდში ხშირად საუბრობდნენ, რომ სადამ ჰუსეინს ბევრი ორეული ჰყავდა, მაგრამ როგორც კი ის დავინახე ყველა ეჭვი მომენტალურად გამიქარწყლდა.

 

პირველად გამოლაპარაკებისას მისთვის ჩვეული და ჩემთვის უკვე ნაცნობი მზერით შემომხედა და ეს სურეალისტური შთაბეჭდილება არ იყო", - იხსენებს ნიქსონი, რომელიც დაზვერვის სამსახურიდან 2011 წელს წამოვიდა.




სადამ ჰუსეინის დაკითხვას რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა, შესაბამისად, თითქმის, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ერაყის ყოფილი პრეზიდენტის პიროვნება შეიცნო.


დაკითხვის დროს ოთახში მხოლოდ თარჯიმანი და სიცრუის დეტექტორის ოპერატორი იყო.


„ჰუსეინი წინააღმდეგობებით იყო სავსე. ერთი მხრივ მასში ის დავინახე, რასაც ამერიკული პრესა არ წერდა - მისი ნატურის ადამიანური მხარე. ის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პიროვნება იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. როცა უნდოდა შეეძლო, ყოფილიყო მომხიბლავი, კეთილი და მხიარული, ამასთანავე უხეში, ამაზრზენი და შემაშფოთებლად ბოროტი", - იხსენებეს ნიქსონი.

 

 


ამოცანა, რომელიც ნიქსონს დაუსახეს ერაყის ბირთვული არსენალის შესახებ ინფორმაციის მოპოვება იყო:


„როგორც დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს, მისი დაკითხვისას ბევრი ბერკეტი არ მქონდა, ამიტომ პირველ ეტაპზე მასთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარება ვცადე.

 

მასზე გავლენის მოპოვება, ჰუსეინის ამბიციურმა ბუნებამ მომცა - ვუთხარი, რომ მის სიტყვებს მთელი მსოფლიო მოისმენდა".


დაკითხვისას ნიქსონი და მისი თანამშრომლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერაყის ყოფილმა პრეზიდენტმა ურანის გამდიდრება და ბირთვულ იარაღზე მუშაობა ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციამდე დიდი ხნით ადრე შეწყვიტა და მის რეანიმაციას არც აპირებდა.


ამ დასკვნის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნიქსონი „წარუმატებელთა კლუბს" მიაკუთვნა, შესაბამისად, ნიქსონი პრეზიდენტ ბუშისთვის მოხსენების გასაკეთებლად მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 2008 წელს დაიბარეს, ისიც იმის გამო, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ანალოგიური დასკვნა გამოაქვეყნა.


ნიქსონის მოხსენება გულისხმობდა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში უსაფუძვლოდ შეიჭრა.


ჯონ ნიქსონი ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენს ამრეზით იხსენებს. ის ადამიანთა იმ მცირე რაოდენობას განეკუთვნება, რომელიც ხელს ბუშსა და ჰუსეინს ერთნაირად ართმევდა.


 „არჩევანის შემთხვევაში სადამ ჰუსეინის კამპანიას ავირჩევდი", - თქვა ნიქსონმა „BBC"-სთან ინტერვიუში.



ნიქსონის განმარტებით, ბუშის ადმინისტრაციამ უბრალოდ არ იფიქრა, რა იქნებოდა სადამ ჰუსეინის შემდეგ.

 

„შესაძლოა, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ისეთი ბოროტება აგვეცილებინა თავიდან, როგორიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი