logo_geo
ხელოვნების ცნობილი ძეგლების 10 საიდუმლო
- +

6 იანვარი. 2017. 16:06



დედამიწაზე არსებობს არქიტექტურისა და ხელოვნების ნამუშევრები, რომლებსაც ყველა ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ თუ მათ უფრო ყურადღებით შევისწავლით, ძალიან ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალს აღმოვაჩენთ.


1. ბინა ეიფელის კოშკის ზედა სართულებზე.

 

 

კოშკის ავტორმა გუსტავ ეიფელმა ზედა სართულებზე ბინა აიშენა. ამ ბინაში ის ისვენებდა და სტუმრებს მასპინძლობდა. აპარტამენტებში არის სამზარეულო, საპირფარეშო, ორი საძინებელი, სასტუმრო ოთახი. ამჟამად ბინაში განთავსებულია მუზეუმი ეიფელისა და ედისონის ცვილის ფიგურებით.


2. გაწყვეტილი ჯაჭვი თავისუფლების ქანდაკების ფეხებთან

 


თავისუფლების ქანდაკება აშშ-ს ფრანგმა მოქალაქეებმა რევოლუციის ასი წლის თავზე აჩუქეს. ის თავისუფლების, დემოკრატიისა და მონობის გაუქმების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ქანდაკების ფეხებთან გაწყვეტილი ჯაჭვია, რომელსაც ტურისტები ვერ ხედავენ.



3. აიზელუორტის მონა ლიზა

 

 

ცნობილი ფაქტია, რომ "მონა ლიზას" ასლები და ვერსიები არაერთ მხატვარს დაუხატავს. აღმოჩნდა, რომ არსებობს ჯოკონდას კიდევ ერთი პორტრეტი, რომელიც, მეცნიერთა აზრით, თვითონ და ვინჩიმ დახატა. მაგრამ ეს არ არის ლუვრში არსებული სურათის ასლი.


"მეორე სურათს" განსხვავებული პერსპექტივა აქვს, რომელსაც 3D-ეფექტის შექმნა შეუძლია. მეცნიერთა აზრით, ეს ჯოკონდას უფრო ადრინდელი ვერსიაა.



4. დროის კაფსულა რაშმორის მთაში

 

 

ძეგლის მშენებლობის დროს არქიტექტორ გუთცონ ბორგლუმს კლდის შიგნით ქრონიკების დარბაზის შექმნა უნდოდა. ეს უნდა ყოფილიყო საიდუმლო ოთახი, სადაც მომავალი თაობები აშშ-ს ისტორიის შესახებ ძირითადი დოკუმენტაციისა და მონაცემების ნახვას შეძლებდნენ. ამისთვის აბრაამ ლინკოლნის თავის უკან მან გამოქვაბული გააკეთა. მაგრამ ბორგლუმი მალევე გარდაიცვალა და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

1998 წელს, როდესაც მისი გარდაცვალებიდან 50 წელზე მეტი იყო გასული, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები და პრეზიდენტების მემუარები დაუსრულებული დარბაზის შიგნით დალუქეს, რომელიც ახლა დროის კაფსულის როლს ასრულებს.


5. დიდი სფინქსის პირვანდელი სახე

 

 

დიდი სფინქსი მსოფლიოში ყველაზე ძველი ქანდაკებაა. თავდაპირველად ის ნათელი საღებავით იყო დაფარული, რომელიც ახლა მხოლოდ ფრაგმენტულად, მისი ყურის უკან არის შენარჩუნებული. გარდა ამისა, უწინდელ სფინქსს ცხვირი და წვერი ჰქონდა, რომლის ფრაგმენტების ნახვა ბრიტანეთისა და ქაიროს მუზეუმებში შეიძლება.


არსებობს ვარაუდი, რომ სფინქსს ლომის თავი ჰქონდა, ადამიანის თავი კი მოგვიანებით გაჩნდა, რითაც გიგანტურ ტანსა და პატარა თავს შორის პროპორციების დარღვევა აიხსნება.


6. პიზის კოშკის შექმნა

 


სახელგანთქმული კოშკი ბევრ საიდუმლოს ინახავს. ყველამ იცის, რომ ის დახრილია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, ვინ ააშენა ეს სამრეკლო ქალაქ პიზის ტაძრისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კოშკი თითქმის, 200 წლის განმავლობაში შენდებოდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ შენობის პროექტი ბონანო პიზანომ შექმნა, მაგრამ უფრო სავარაუდო არქიტექტორი ვინმე დიოტისალვი უნდა იყო, რომელმაც კოშკის გვერდით მდებარე ბაპტისტერიუმი დააპროექტა.



7. რემბრანდტის "დანაიას" სახე

 


„დანაიას" შექმნა რემბრანდტმა სასკია ვან ეილენბურხზე დაქორწინებიდან 2 წლის შემდეგ დაიწყო. მას არაერთხელ დაუხატავს თავისი მეუღლე და ძალიან დიდი ხნის მანძილზე ყველას უკვირდა, თუ რატომ არ ჰგავს სასკია საკუთარ თავს.


ამ გამოცანის პასუხი სულ რამდენიმე ათეული წლის წინ იპოვეს. როდესაც რენტგენოსკოპიამ „დანაიას" და რემბრანდტის მეუღლის უფრო ძლიერი მსგავსება აჩვენა. როგორც აღმოჩნდა, სურათი მხატვრის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაკეთდა, როდესაც რემბრანდტმა ჰერტიე დირქსთან გააბა ურთიერთობა. დანაიას სახე ისე შეიცვალა, რომ ის მხატვრის ორივე საყვარელ ქალს დამსგავსებოდა.


8. დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის დასახელება

 

 

დასახელება „ბიგ ბენი" ეკუთვნის არა მთელ კოშკს, არამედ მის შიგნით მდებარე დიდ ზარს. 2012 წლის სექტემბრამდე სამრეკლოს ოფიციალურად „უესტმინსტერის სასახლის საათის კოშკი" ერქვა. ახლა სამრეკლოს ოფიციალურად „ელისაბედის კოშკი" ჰქვია.


უცნობია, ვის საპატივცემულოდ დაერქვა ზარს „ბიგ ბენი". ერთ-ერთი ვერსიით, ეს გაკეთდა ზარის ჩამოსხმის პროცესის ხელმძღვანელის, ბენჯამინ ჰოლის საპატივცემულოდ, რომელიც ძალიან დიდი იყო და მას ყველა "დიდ ბენს" ეძახდა. სხვა ვერსიით, დასახელება სუპერმძიმე წონაში კრივში მსოფლიო ჩემპიონს, ბენჯამინ კაუნთს უკავშირდება.



9. ხიდი „ოქროს კარიბჭის" ფერი

 


საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ მოინდომა, რომ ხიდი შავი და ყვითელი ფერის ყოფილიყო, რათა ნისლიან ამინდში უკეთესად გამოჩენილიყო. საბოლოო ჯამში, ხიდის არქიტექტორმა ირვინგ მოროუმ დაარწმუნა სამხედროები და ხიდი მუქ ნარინჯისფერი გახდა.



10. ცა ედვარდ მუნკის „კივილზე"

 

 

თავდაპირველად ედვარდ მუნკის ლეგენდარულ სურათს არა „კივილი", არამედ „ბუნების კივილი" ერქვა. საკუთარ დღიურში მხატვარი წერს: „... მოულოდნელად ცა სისხლისფერი-წითელი გახდა. მე შევყოვნდი დაღლილობის შეგრძნებით და ღობეს დავეყრდენი. ვუყურებდი სისხლს და ცეცხლის ალს ქალაქის თავზე..."


2003 წელს ასტრონომთა ჯგუფმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ცის წითელი ფერი, რომელმაც ასე გააოცა მხატვარი, 1883 წელს ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევით იყო გამოწვეული. ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის დიდი რაოდენობა მოხვდა, რის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ძალიან ლამაზი, ცეცხლოვანი მზის ჩასვლების ნახვა იყო შესაძლებელი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი