logo_geo
დღეს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი
- +

13 ივლისი. 2018. 10:39

 

 

დღეს მზის დაბნელება მოხდება. ამ ბუნებრივი მოვლენის ხილვის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობას, პირდაპირი ვებტრანსლაციის საშუალებით ექნება.


ჩვენებას ამერიკული კოსმოსური სააგენტო NAშA უზრუნველყოფს. გეოგრაფიულად, მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.


მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით შუა დღის შემდეგ დაიწყება. მზის დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.


სიზიგია გრავიტაციულად დაკავშირებული სამი ობიექტის ერთ ხაზზე განლაგებას ნიშნავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი