logo_geo
ეგვიპტეში მუმიფიცირების უძველესი სახელოსნო აღმოაჩინეს
- +

15 ივლისი. 2018. 11:04

 

 

ეგვიპტეში, კაიროს სამხრეთით მდებარე ნეკროპოლისთან, უნისის პირამიდასთან იპოვეს სახელოსნო, რომელშიც 2 500 წლის წინ მუმიებს ამზადებდნენ.

 

ნაპოვნია ვერცხლის მოოქროვილი ნიღაბი, მუმიების განსათავსებლების ფრაგმენტები, სურნელოვანი ცილინდრული ქილები, თიხის თასები და ფიალები.

 

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი შესწავლის შემდეგ უძველესი ეგვიპტის შესახებ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი.

 

ამჟამად აღმოჩენილი ზეთოვანი სითხეების შემადგენლობას სწავლობენ. მისით ამუშავებდნენ ძველ ეგვიპტეში მუმიებს.

 

ამ ადგილას გათხრები ბოლოს 1900 წელს ჩატარდა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი