სულ ახლახანს აღმოვაჩინე საინტერესო ინფორმაცია 7 ჩაკრას შესახებ.
როგორც ინგლისურენოვან სტატიებშია აღნიშნული, ადამიანის ენერგეტიკულის ველის წესრიგი განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ადამიანის 7 ჩაკრაზე დაკვირვებით შეგვიძლია ბევრი დასკვნის გაკეთება.
სწორედ ეს 7 ენერგიის ცენტრი აწესრიგებს ადამიანის ემოციურ, ფიზიკურ, სულიერ და მენტალურ მდგომარეობას. ჩაკრებში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვუყურებთ გარე სამყაროს, რა შეგრძნებები გვაქვს საკუთარი თავის მიმართ, რა მდგომარეობაშა ჩვენი ფიზიკური სხეული, რამდენად დალაგებული გვაქვს პირადი ან კარიერა და ა.შ.
გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინით.
იგი გვაკავშირებს დედაბუნებასთან და ბუნება ის ადგილია, სადაც ჩვენი ფიზიკური სიძლიერე და ფსიქოლოგიური გამძლეობა ვითარდება.
ეცადეთ შეიგრძნოთ ბუნებასთან ერთობა.
ყველაზე გავრცელებული პრობლემა ამ ჩაკრასთან დაკავშრებით არის სხვადასხვა დამოკიდებულებები ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, საჭმელზე, მოწევაზე, ვარჯიშზე ან სექსზე. ამ ჩაკრის დასაბალანსებლად და გასაჯანსაღებლად დაგეხმარებათ თბილი წყლის აბაზანა, დაახლოებით 20 წუთით, წყალში ჩაყარეთ 500-500 გრამი ზღვის მარილი, წყალს დიდი სამკურნალო ენერგია აქვს.
ასეთ ჩაკრას აბალანსებს ფიზიკური მოძრაობა, განსაკუთრებით თუ ვარჯიშობთ დილით ან მზის ჩასვლისას.
საუკეთესო გზა ამ ჩაკრის დაბალანსებისათვის არის სიყვარულის გაცემა, შეიყვარეთ ცხოველები, ცხოველებს ჩვენ ხომ უპირობო სიყვარულით ვუყვარვართ.
როცა ეს ჩაკრა გახსნილია, ჩვენი აღქმის უნარიც უფრო მკაფიო და სუფთაა. ამ ჩაკვრის დასაბალანსებლად საუკეთესო საშუალება მედიტაციაა. ასევე კარგი ვარიანტია ლოცვა ან ბუნებასთან ურთიერთობა, არ დაიტოვოთ გულში წყენა, ბოღმა, ამან შეიძლება ფიზიკურ დონეზე მოგაყენოთ ტკივილი, მაგალითად გამოიწვიოს კუჭის წყლული.