logo_geo
მეცნიერები: კონდიციონერის მოხმარების ზრდა ჰაერის დაბინძურების დონეს გააუარესებს
- +

17 ივლისი. 2018. 10:55

 

 

გლობალური დათბობის გამო ადამიანები კონდიციონერებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ, რაც თავის მხრივ ჰაერის დაბინძურების დონეს გააუარესებს. ეს კი ნაადრევი სიკვდილის რისკს გაზრდის. ასეთ დასკვნამდე ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.

 

სპეციალისტების თქმით, ჰაერის კონდიცირების სისტემის გამოყენება ენერგომრეწველობაზე დატვირთვას გაზრდის, რის გამოც ატმოსფეროში გაზებისა და აეროზოლების გამოყოფა გაიზრდება.

 

მაგალითად, ჰაერის ტემპერატურის 3,5 გრადუსით მომატება ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 30%-ით გაზრდის. კომპიუტერული მოდელირების შედეგებმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის აშშ-ში ელექტროენერგიის მოხმარება შეიძლება გაასმაგდეს, რაც ყოველწლიურად 600 ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდება.

 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჰაერის დაბინძურება შესაძლოა შემცირდეს, თუ განახლებადი ენერგიის წყაროებს გამოიყენებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი