logo_geo
მეცნიერებმა მოღრუბლული ამინდის უარყოფითი გავლენა დაასახელეს
- +

17 ივლისი. 2018. 11:15

 

 

დღის შუქის უკმარისობა ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. კერძოდ, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობის განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ Eurekalert-ი წერს.

 

ბინგემტონის უნივერისტეტის მეცნიერებმა რეგიონების მიხედვით ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობის მქონე პირების მონაცემები რეგიონების მიხედვით შეისწავლეს და ისინი ამინდის პირობებს შეადარეს.

 

აღმოჩნდა, რომ იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მზის სხივების უკმარისობა აღინიშნება. ადამიანებს დღიური ციკლი და ცირკადული რიტმი დარღვეული აქვთ, რაც დაავადების რისკს ზრდის.

 

ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიერ რაიმის აკვიატება ან რაიმის ჯიუტად კეთება, რაც პერიოდულად მეორდება და თვით სუბიექტი ამას აღიქვამს ირაციონალურ, უაზრო ქმედებად.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი