logo_geo
ღიმილის ფასი შობა დღეს...
- +

7 იანვარი. 2017. 01:12



რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკის ერთმა უნივერსალურმა მაღაზიამ, გამყიდველთა დატვირთვა რომ შეემსუბუქებინა ქრისტეშობის დღესასწაულზე მყიდველთა შემოტევისაგან, გაზეთში საყოფაცხოვრებო ფილოსოფიის შემცველი შემდეგი რეკლამა განათავსა:


იგი არაფერი ღირს, მაგრამ ბევრს ქმნის. ვინც მას მიიღებს უფრო მდიდარი გახდება, ვინც გასცემს არ გაღარიბდება. ის მყისიერია, მეხსიერებაში კი შეიძლება მუდმივად დარჩეს.

 

არ არსებობს იმდენად მდიდარი ადამიანი, რომ მის გარეშე იოლად გამოვიდეს და არ არსებობს იმდენად ღარიბი ადამიანი, რომელსაც უფრო მდიდრად არ გახდიდა.

 

იგი სახლს ბედნიერებით ავსებს, ხელს უწყობს კეთილმოსურნეობას საქმიან პარტნიორობაში და მეგობრული ურთიერთობების დადასტურებაა.

 

იგი დაღლილ ადამიანებს ძალას მატებს, დამწუხრებულებში სიხარული შეაქვს, სულის ჩამდგმელია მამაცობას მოკლებულთათვის, ის ბუნების მიერ შექმნილი საშუალებაა ყველა პრობლემის გადასაჭრელად.

 

მაგრამ მას ვერ იყიდით, ვერ მოითხოვთ, სესხად ვერ აიღებთ, მას ვერ მოიპარავთ, რამეთუ არაფრად ვარგა, ვიდრე სხვებს არ მიეცემა.

 

და თუ საშობაო გაწამაწიის ბოლო წუთებში რომელიმე გამყიდველთაგანი გაღიმებას ვერ მოახერხებს, ჩვენ გთხოვთ რათა ღიმილი თქვენ დაუტოვოთ.

 

რამეთუ ისე არავის სჭირდება ღიმილი, ვიდრე იმას, ვისაც არაფერი დარჩა ღიმილის გარდა!"

 

გაიღიმეთ!


ავტორი: დეილ კარნეგი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი