logo_geo
„ღვინის“ სინონიმები - რას უწოდებდნენ ღვინოს უძველესი ქართველები
- +

21 ივლისი. 2018. 01:14

 

 

როგორც ცნობილია ღვინის წარმოება და სიტყვა „ღვინო“ ქართული წარმოშობისაა და ალბათ არაა გასაკვირი, რომ ქართულ ენაში ღვინოს უამრავი სინონიმი აქვს.

 

ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ჩვენს დროში უკვე დავიწყებული სინონიმია - „პილატეს ცრემლები“.  როგორც ცნობილია, ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდეგ, რომის პროკურატორი პილატე ღვინოს მიეძალა და, ერთ-ერთი ვერსიით, სიცოცხლე მან ლოთობაში დაასრულა.

ასევე ქართული ღვინის სინონიმებია:

ზედაშე  - საეკლესიო ღვინო; 

თხელა - წყალ-წყალა ღვინო;

დგვიფი;

ჟოქო;

შალამურა;

წყალკვინტელა - უწყლო ღვინო;

შუმი - უჭაჭო ღვინო;

არმუჯი - წყალნარევი; 

შუაღვინო;

მაჭარი - ახლადდადუღებული;

შამანი - ჭაჭის მეორედ ნაწური; 

ახტაშუირა - შუშხუნა ღვინო;

მახალი;

ბოღლიწო - ღვინოში ჩაბუჟბუჟებული პური;. 

ნუნუა - ღვინო ბავშვენის ენაზე და სხვა...

ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში კი ვკითხულობთ:

დასხდეს, შეიქმნა პურობა,
გაამრავლებდეს მახალსა. (შოთა)

კუპრსავით სქელი ლალის ფერი კახური ავსებდა ჯიხვებს. (ალექსანდრე ყაზბეგი)

ბევრი ბოღლიწოს ჭამამ... ბავშვი დააოსა. (ნიკო ლორთქიფანიძე)

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი