logo_geo
რას ნიშნავს მზის დარტყმა და როგორ გავუწიოთ ადამიანს ამ დროს პირველადი დახმარება
- +

21 ივლისი. 2018. 17:24

 

მზის დარტყმა არის იშვიათი, მაგრამ ყველაზე მძიმე სიცხესთან დაკავშირებული დაავადება. ის ჩვეულებრივ ვითარდება, როდესაც ადამიანი სითბური დაკვრის სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევს.

 

მზის დაკვრა სერიოზული სამედიცინო შემთხვევაა. მის დროს სიმპტომები შემდეგია: დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, წითელი კანი, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი ან ტენიანი, ცნობიერების დაბინდვა, სწრაფი, სუსტი პულსი, გახშირებული სუნთქვა, ღებინება. მზის

 

დარტყმა სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ დროს აუცილებელია 112-ზე დარეკვა, თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გაუწიოთ მას პირველადი დახმარება და როგორ მოიქცეთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

 

უპირველესად - სწრაფად გააგრილეთ სხეული დაზარალებულის კისრამდე წყალში მოთავსებით, თუ ეს შესაძლებელია ან მიასხურეთ წყალი, წაუსვით მთელ სხეულზე ყინულივით ცივი წყლით დასველებული პირსახოცი, ხშირად შეცვალეთ ცივი, სველი პირსახოცებით, დაადეთ ყინულიანი ჩანთები, საფენები. თუ არ შეგიძლიათ გაზომოთ ტემპერატურა, სცადეთ სწრაფი გაგრილების მეთოდები 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე დაზარალებულის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

 

რამდენიმე დღის წინ BBC-მ რეკორდულად ცხელი ზაფხულის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოც დაასახელა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი