logo_geo
8 ცხოველი, რომელიც უწყინარად გამოიყურება, თუმცა ძალიან საშიშია
- +

22 ივლისი. 2018. 19:28

ზოგიერთი ცხოველი შეიძლება "ფუმფულა და საყვარელ არსებად" აღიქვას ადამიანმა, თუმცა მათი ნაწილი განსაკუთრებით საშიშია იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი "საიდუმლო" იარაღი აქვს. 8 ასეთი ცხოველის შესახებ სტატია BBC Earth-მა მოამზადა.

ზოგიერთი მათგანი მტაცებლის წინაშე ფაქტიურად, უმწეოდ გამოიყურება, ზოგიერთის სხეულის ფორმებიდან გამომდინარე კი შეიძლება სასაცილოც მოგვეჩვენოს თუ როგორ შეუძლიათ მათ წინააღმდეგობის გაწევა. 

BBC Earth-ის მიერ დასახელებული "განსაკუთრებით საშიში 8 ცხოველია":

1. ლემინგი - მათი სხეულის სიგრძე 15 სმ, მასა 150 გ აღწევს. ფერად რუხი-ყავისფერი ან ჭრელია. ლემინგებს წინა კიდურების ბრჭყალები ეზრდება და „ჩლიქებს“ ქმნის. ლემინგებს სქელი და რბილი ბეწვი აქვთ. გავრცელებული არიან ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ მხარეებში. მათი გარეგნობის მიუხედავად, ლემინგები თვითგადარჩენის საოცარი უნარით არიან დაჯილდოებულები.

ფოტო: ERLEND HAARBERG/NATUREPL.COM

2. მებრძოლი ლოკოკინა - ლათინურად მათ Karaftohelix gainesi ან Ezohelix gainesi-ს უწოდებენ. ნიჟარა, რა თქმა უნდა, მათი თავდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, თუმცა რამდენადაც უმწეოებად მიგვაჩნია, იმდენად საშიშები არიან. ისინი თავიანთ ნიჟარას თავდაცვის გარდა, საკვების მოპოვების დროსაც აქტიურად იყენებენ. სწორედ მათი დახმარებით "ნადირობენ" და მოიპოვებენ საჭმელს. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ფოტო: KLEIN & HUBERT/NATUREPL.COM

3. ჯუჯა ლორი (Nycticebus pygmaeus) - მათი დიდი, მრგვალი თვალების, სახისა და თათების, რომლებიც ადამიანს ხელებს ჰგავს, გამო ისინი ინტერნეტმომხმარებლების საყვარელ ცხოველებად იქცნენ. ეს პატარა პრიმატები ღამის მტაცებლები არიან, დღისით კი უწყინარ ცხოველებად "გვაჩვენებენ" თავს. საშიშროების დროს, ხშირად ისინი ბრჭყალებიან თათებს თავზე იფარებენ.  ეს იმის ნიშანი კი არ არის, რომ ნებდებიან, არამედ ეს თავდაცვითი პოზაა - ამ დროს ის გამოყოფს შხამიან ნივთიერებას, რომელსაც ან პირში იტოვებს ან თათის დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. 

ფოტო: MATTHEW MARAN/NATUREPL.COM

4. Fulmarus glacialis - ფრინველის ეს სახეობა თავდასხმისას სწრაფი და ეფექტურია. ამ მომენტში ისინი პირიდან გამოყოფენ კუჭში წარმოქმნილ ზეთოვან, თხევად ნივთიერებას, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. ფრინველის ბუმბულზე ამ ნივთიერების მოხვედრის შემთხვევაში, ისინი კარგავენ წყალში ჩაძირვისგან დამცავ ფუნქციას, რაც მათ ბუმბულს აქვს, ბუმბული სველდება და ფრინველი კვდება.

ფოტო: JOUAN RIUS/NATUREPL.COM

5. ბაყაყი Leptobrachium boringii - მათ პირის თავზე პატარა რქებისმაგვარი წამონაზარდები აქვთ, რომელთა მაქსიმალური სიგრძეც 5 მილიმეტრამდეა. ეს წამონაზარდები შედგებიან სკლეროპროტეინებისგანროგორც ადამიანის ფრჩხილები კერატინისგან.

ფოტო: CAMERON HUDSON/JINZHONG FU/CC BY 2.5

6. დიდი პანდა - იმისთვის, რომ პანდები საყვარელი ბამბუკის ჭამით დატკბნენ, ბუნებამ ისინი ძლიერი კბილებით დააჯილდოვა. პანდებს ასევე აქვთ ბრჭყალები, რომლებსაც არა მხოლოდ ჭამის დროს იყენებენ მოხერხებულად. 

ფოტო: LYNN M. STONE/NATUREPL.COM

7. Sagittarius serpentarius - ეს ფრინველი თავს ფეხის დარტყმით იცავს. მიუხედავად ფეხების სიწვრილისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხით დარტყმის დროს ის საკუთარ წონაზე ხუთი ერთეულით მძიმედ ურტყამს.

ფოტო: TONY HEALD/NATUREPL.COM

8. Conus geographus - ის ზოგ შემთხვევაში ადამიანისთვისაც საშიშია. კონუსის დაახლოებით 800-მდე სახეობა არსებობს. ისინი ძირითადად პატარა თევზებით და მოლუსკებით იკვებებიან. ნადირობისას ისინი პირიდან შხამს გამოყოფენ.

ფოტო: FRANCO BANFI/NATUREPL.COM

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი