logo_geo
მსოფლიოს 10 უდიდესი საჰაერო ხომალდი
- +

23 ივლისი. 2018. 22:42

 

 

  1. Stratolaunch model 351 – კომპანია Scaled Composite-ისპროდუქტი, რომელიც 2019 წელს დაგეგმილი პირველი ფრენის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდი იქნება. Stratolaunch-იტრადიციული ხომალდებისგან განსხვავებით, ორი კორპუსისგან არის შემდგარი. თითოეულის სიგრძე 73 მეტრია, ფრთების სიგრძე კი – 117 მეტრს აღემატება. Stratolaunch- 226 796 კილოგრამს იწონის. 2019 წელს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, Stratolaunch ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების 72 წლიან რეკორდს მოხსნის და Hughes H-4 Hercules -ის უკან ჩამოიტოვებს.

 

 

 

  1. Hughes H-4 Hercules – კომპანია Hughes Aircraft -ის მიერ შემუშავებულიჰიდროთვითმფრინავი, რომელმაც ერთადერთი გაფრენა 1947 წლის 2 ნოემბერს განახორციელა და სულ რაღაც 1.5 კმ გაგრძელდა. მას ზედმეტ სახელად Spruce Goose-საც ეძახიან, რაც სიტყვასიტყვით თარგმნისას “ნაძვის ბატს” ნიშნავს, თუმცა ხომალდის კორპუსი არყის ხისგან არის დამზადებული. ის 113 399 კილოგრამს იწონის. Hughes H-4 Hercules-ის კორპუსის სიგრძე 66.65 მეტრი, ფრთების კი 97.54 მეტრს შეადგენს. ხომალდის დანიშნულება ერთდროულად 750-მდე სამხედრო პირისა და მათი აღჭურვილობის გადაყვანა იყო.

 

 

  1. Antonov An-225 Mriya – Antonov Airlines- ის მიერ აგებული რეაქტიული თვითმფრინავი, რომლის უმთავრესი დანიშნულებასრაკეტ-მზიდებისადა კოსმოსური ხომალდების გადაზიდვა წარმოადგენდა. პირველი გაფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განახორციელა

წონა: 285 000 კილოგრამი

სიგრძე: 84 მეტრი

ფრთების სიგრძე: 88.4 მეტრი.

 

 

 

  1. Airbus A380-800 – ორსართულიანი საჰაერო ხომალდი, რომელსაც ერთდროულად მაქსიმუმ 850-მდე ადამიანი გადაყვანა შეუძლია. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში მგზავრების რიცხვი 450-500 მერყეობს. პირველი ფრენა 2005 წელს შედგა.

წონა: 277 000 კილოგრამი

სიგრძე: 72.72 მეტრი

ფრთების სიგრძე 79.75 მეტრი.

 

 

 

 

  1. Boeing 747-8 – 1970 -იანი წლებიდან ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ, ბოინგ 747 უდავოდ “ცის დედოფალია”.

წონა: 220 128 კგ
სიგრძე: 76.3 მეტრი
ფრთების სიგრძე: 68.4 მეტრი.

 

 

 

 

  1. Antonov An-124 – პირველი ფრენა 1982 წელს განახორციელა. ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-საჰაერო ხომალდი. დღეისთვის გამოიყენებაგაბარიტულიტვირთების გადასაზიდად და კოსმოსური პროგრამების მხარდაჭერისთვის.

წონა: 175 000 კგ
სიგრძე: 68.96 მეტრი
ფრთების სიგრძე 73.3 მეტრი.

 

 

  1. Lockheed C-5 Galaxy – ექსპლუატაციაში 1968 წელს შევიდა. ერთდროულადApache-ისტიპის 6 სამხედრო ვერტმფრენის ან M1 ტიპის 2 საბრძოლო ტანკის გადაზიდვა შეუძლია 11 000 კმ-ის მანძილზე. ის ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო კონტიგენტისა და აღჭურვილობების საზღვრებს მიღმა გადასასროლად გამოიყენებოდა.

წონა: 172 371 კგ
სიგრძე: 75.31 მეტრი
ფრთების სიგრძე: 67.89 მეტრი.

 

 

  1. Tupolev Tu-160 – ზებგერითი, სტრატეგიული ბომბდამშენი რუსეთის საჰაერო ძალების შემადგენლობაში ირიცხება. გააჩნია საბრძოლო მოქმედების ფართო დიაპაზონი. ის მსოფლიოში უდიდესიკეცვადფრთიანიხომალდია. ექსპლუატაციაში 1987 წელს შევიდა.

წონა: 110 000 კმ
სიგრძე: 54.10 მეტრი
ფრთების სიგრძე 55.70 მეტრი.

 

 

 

  1. HAV Airlander 10 – ჰიბრიდული ჰელიუმის დირიჟაბლი. ბრიტანული Hybrid Air-ისმიერ აშშ-ის არმიისთვის შექმნილი საჰაერო ხომალდი.

წონა: 20 000 კგ
სიგრძე 92 მეტრი
ფრთების სიგრძე 43.5 მეტრი
პირველი ფრენა: 2012.

 

 

  1. Mil Mi-26 – მართალია ის ყველაზე დიდი ვერტმფრენი არ არის, ეს ტიტული Mil V-12-ის ეკუთვნის. თუმცა, Mil Mi-26 ყველაზე დიდივერტმფრენია, რომელიც სერიულ წარმოებაში ჩაეშვა და დღემდე ოპერირებს. მას არქტიკულ გარემოში, 90-მდე ჯარისკაცისა და 20 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.

წონა: 28 200 კგ
სიგრძე: 40 მეტრი
პროპელერის დიამეტრი: 32 მეტრი
ექსპლუატაციაშია 1977 წლიდან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი