logo_geo
რა შემთხვევაში აქვს იურიდიული ძალა ანდერძს
- +

25 ივლისი. 2018. 18:29

ანდერძი გარდაცვლილი პირის ქონების სხვა პირისთვის (როგორც კანონისმიერი მემკვიდრის, ისე გარეშე პირისთვის) გადაცემის ერთ-ერთი ფორმაა.

 

ანდერძს მოანდერძე ადგენს წერილობითი ფორმით და სურვილის შემთხვევაში ამოწმებს სანოტარო წესით. დოკუმენტის ერთი პირი ინახება ნოტარიუსთან. ასევე, შესაძლებელია ანდერძის შედგენა ისე, რომ არ დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

რა უნდა იცოდეს დაინტერესებულმა პირმა ანდერძის შედგენის შესახებ, რომ მოსალოდნელი გაუგებრობისა და რისკებისგან თავი დაიცვას.

 

მაგალითად, თუ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდება მის მიერ შედგენილი ორი ანდერძი: ერთი სანოტარო წესით დამოწმებული და მეორე მის გარეშე, იურიდიული ძალა ექნება სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს.

 

როდესაც მოანდერძე გარდაიცვლება და მისმა მემკვიდრემ არ იცის, არსებობს თუ არა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და საკუთარ პირადობის მოწმობასთან ერთად, წარადგინოს გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა.

 

თუ განმცხადებელი მემკვიდრეა (ანუ გარდაცვლილმა ანდერძით მას დაუტოვა საკუთარი ქონება), იგი მიიღებს ანდერძის სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს. სხვა შემთხვევაში, განმცხადებელს მისცემენ ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, არსებობს თუ არა განცხადებაში მითითებული პირის მიერ გაცემული ანდერძი.

 

ამასთან, იურისტები განმარტავენ, ვის აქვს უფლება ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი