logo_geo
ტატუ, როგორც ჯანმრთელობის დეტექტორი! რევოლუციური ბიოტექნოლოგია!
- +

27 ივლისი. 2018. 16:43

 

 

კანი ინტერაქტიული ორგანოა, რომელიც ამა თუ იმ დაავადების შესახებ, გამონაყარის, ოფლის, სიმშრალის თუ სხვა მაჩვენებლების მეშვეობით გვატყობინებს, თუმცა, არის ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც ჩვენს ზედაპირზე არ გამოიხატება. დღეისათვის, ინოვაციური ბიოტექნოლოგიის მეშვეობით, კანზე დატანილ ტატუს, შეუძლია გახდეს ნივთიერებათა ცვლისა თუ სხვა, ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესების, დეტექტორი.

 

MIT მედია ლაბორატორიის მკვლევარი, კატია ვეგა, არის ბიოინტერფეისის იდეის ავტორი და იკვლევს ამ შესაძლებლობას. თავისი პროექტის Dermal Abyss ფარგლებში, მან შემოიერთა „ჰარვარდის მედიცინის სკოლის” წარმომადგენლები, ვისთან ერთადაც შექმნა სამი განსხვავებული სახის ბიოსენსორული მელანი. მათ, ტატუს შესასრულებლად განკუთვნილ მელანში, ჩვეულებრივი ტონერები ბიოსენსორებით ჩაანაცვლეს. შედეგად, ტატუ იცვლის ფერს, ქსოვილური სითხის მოძრაობის საპასუხოდ.

 

ეს ინოვაციური ბიოტექნოლოგია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მისი კონტროლის მხრივ. მაგალითისთვის,  დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, ის ადგენს პაციენტის სისხლში გლუკოზის რაოდენობის ცვლილებას, რაც თავიდან გვაცილებს, სისხლში შაქრის დონის დასადგენად, ყოველდღიური ტესტირების აუცილებლობას.

 

ჯგუფის მიერ შემუშავებული ნატრიუმის ბიოსენსორული ტატუ ანათებს ულტრაიისფერი ნათების ქვეშ და მას შეუძლია დაგვეხმაროს ორგანიზმში წყლის რაოდენობის დადგენაში, ასევე, იმის გარკვევაში, არის თუ არა ტატუს მატარებელი ადამიანის ორგანიზმი გაუწყლოების საფრთხის წინაშე, ან პირიქით. 

 

მკვლევარი კატია ვეგა განაგრძობს მუშაობას ინოვაციური ბიოტექნოლოგიის დასახვეწად. დღეისათვის კი ცხადია, რომ ვიზუალურ-ესტეთიკური ფუნქციების გვერდით, ტატუმ შეიძინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია და გახდა ერთგვარი პრევენციის საშუალება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი