logo_geo
როგორ ხდება ქარიზმის ფორმირება
- +

28 ივლისი. 2018. 04:08

 

 

ზოგჯერ ხდება ისე, რომ გაიცნობ ჩვეულებრივ ადამიანს, სრულიად ჩვეულებრივ ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ გინდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება სულ უფრო მეტად. სწორედ ამას ჰქვია ქარიზმა, რომლის გამოც გვიჩნდება სურვილი უფრო დავუახლოვდეთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ „ჩვეულებრვ“ ადამიანთან.

გსურთ განივითროთ ეს თვისება
სინამდვილეში, ქარიზმა ყველას აქვს. ეს თვისება თვალისათვის უხილავია, რადგან გარეგნობაზე ვერანაირად ვერ შეამჩნევთ. მაგრამ ამავდროულად ადამიანი, რომელსაც აქვს ქარიზმა, გამოირჩევა იმით, რომ მუდამ კარგ ხასიათზეა, მუდამ მოვლილი და მოწესრიგებულია, იცის საკუთარი თავის ფასი და შეუძლია საკუთარ პოზიციებზე მყარად დგომა საჭიროების შემთხვევაში.

აბსოლიტურად ყველა ადამიანს შეუძლია განავითაროს თავის თავში თვისება, რომლითაც მოიზიდავს სხვა ადამიანებს და მოახდენს ქარიზმის ფორმირებას.

რა უშლის ხელს ქარიზმას?
არ დაგავიწყდეთ, რომ ქარიზმა უარყოფით ემოციებს ებრძვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში პესიმისტური განწყობისაგან უნდა გათავისუფლდეთ. ამას რომ მიაღწიოთ საჭიროა:

  • არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე;
  • არ შექმნათ საკუთარი თავისგან მსხვერპლი;
  • არ დააყენოთ საკუთარი თავი სხვებზე მაღლა;
  • არ ეძებოთ დამნაშავეები მაშინ, როცა თავადაც კარგად ხვდებით, რომ მართალი არ ხართ.

ქარიზმის განვითარების ხერხები:

  1. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტად იურთიერთოთ ადამიანებთან და შეიძინოთ ახალი ნაცნობები;
  2. მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს ის სხვა ადამიანებზე;
  3. დაისახეთ ისეთი მიზნები, რომელბიც აუცილებელია არამარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც;
  4. გიყვარდეთ საკუთარი თავიც და სხვებიც;
  5. გამონახეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობა და დაუთმეთ მას დროის მნიშვნელოვანი ნაწილი;
  6. იყავით ოპტიმისტი და დადებითი ეძებეთ იქ, სადაც ის ერთი შეხედვით არ ჩანს;
  7. ისწავლეთ ადამიანების მოსმენა და გაგება.

ქარიზმიან ადამიანს თავისუფლად შეუძლია გაერკვეს სხვადასხვა სფეროებში, ამიტომ მოძებნეთ ისეთი სფერო, რაც გაინტერესებთ და დაიწყეთ ახალი უნარების გამომუშავება. როცა თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, სწორედ მაშინ გაჩნდება მიზნებიც, რომლების მიღწევაც გსურთ, ეს კი ნიშნავს, რომ ფორმირებას იწყებს თქვენი ქარიზმაც.

იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, რადგან სწორედ ეს არის ნებისმიერი ლიდერის უმთავრესი მახასიათებელი. თუმცა იცოდეთ, რომ სხვების სურვილების გაგების გარეშე არავინ წამოგყვებათ, ამიტომ ისწავლეთ მოუსმინოთ და გაუგოთ სხვებს.

როგორც კი თქვენ დაიწყებთ ამ მარტივი წესების შესრულებას, ქარიზმაც მაშინვე გახდება თქვენი ხასიათის შემადგენელი ნაწილი.

აი როგორ უნდა მოახდინოთ ქარიზმის ფორმირება. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ გახდეთ სრულყოფილი და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მთავარია გახსოვდეთ რა მიზნები დაისახეთ თავიდან, რა გახდა ამ გადაწყვეტილების სტიმულატორი და თქვენ აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი