logo_geo
ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი
- +

8 იანვარი. 2017. 14:04



ცოცხალ ლეგენდად წოდებული და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე 12-ჯერ ნომინირებული, ჯეკ ნიკოლსონი 1937 წლის 22 აპრილს დაიბადა. ცნობილია ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით.


აღიზარდა ბაბუამისის, ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონისა და ეთელ მეის სახლში, ამიტომაც ჯეკ ნიკოლსონი, ფიქრობდა, რომ ბებია-ბაბუა მისი მშობლები იყვნენ. ამ ფაქტის სიცრუის შესახებ, მსახიობმა მხოლოდ 1974 წელს გაიგო, მას შემდეგ, რაც „ტაიმის" ჟურნალისტმა მასზე სტატია მოამზადა. ადამიანი, რომელსაც ჯეკ ნიკოლსონი დად აღიქვამდა, მისი დედა აღმოჩნდა, თუმცა მამის ვინეობა დღემდე არ იცის.


ჯეკ ნიკოლსონი ჰოლივუდში არც თუ მოკრძალებული მოთხოვნით ჩავიდა. მას პირდაპირ ვარსკვლავობა უნდოდა. მუშაობა კომპანია, „მეტრო გოლდენ მაიერში" კურიერის ადგილზე დაიწყო. გამოირჩეოდა დიდი ცნობისმოყვარეობით, ცდილობდა, მეტი დრო გადასაღებ პავილიონებში გაეტარებინა და საჭირო ადამიანებს შეხვედროდა.


ნიკოლსონმა კარიერა მსახიობის, სცენარისტისა და პროდიუსერის სახით დაიწყო. მსახიობის წარმატებები ჯორჯ ჰენსონის როლს უკავშირდება, რომელიც ფილმ „უდარდელ მხედარში" შეასრულა, ფილმმა მსახიობს პირველი ოსკარის ნომინაციაც მოუტანა.



ჯეკ ნიკოლსონმა პირველი ოსკარი, რენდალ პატრიკ მაკმიორფის ფილმში, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", შესრულებული როლისთვის 1976 წელს მიიღო. მსახიობმა მეორე ოსკარი, 1984 წელს ჯეიმს ბრუქის ფილმში, „სინაზის ენა", განსახიერებული როლისთვის მიიღო. მესამე ოსკარი კი, 1998 წელს ფილმში, „უკეთესი არ არსებობს" შესრულებული როლისთვის მიიღო.


გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონი ჰოლივუდში შეიძლება ბევრს ჩამორჩებოდა, თუმცა ქალთან ურთიერთობის ხელოვნება იცოდა და ამ საკითხში კონკურენტგარეშე იყო. მის სასიყვარულო თავგადასავლებს თვლა არ აქვს. დღემდე მიიჩნევენ კაზანოვად. ჯეკ ნიკოლსონმა საკუთარ თავს უფლება მისცა დამტკბარიყო ისეთი ქალების სიყავრულით, როგორებიც არიან, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, ჯესიკა ლანში, მერილ სტრიპი და მადონა. ის ერთადერთი მამაკაცია ჰოლივუდში, რომელზეც არც ერთი ქალი არ გაბოროტებულა და შურისძიება გულში არ გაუვლია.



გთავაზობთ მის გამონათქვამებსა და ფაქტებს.



გამონათქვამები:

 

ადამიანი ან თავად შექმნის საკუთარ სამყაროს,ან სამყარო თავად შექმნის ადამიანს.


ვგრძნობ ასაკის მატებას, ბედნიერი ვიქნები, რომ არ ვგრძნობდე. უბრალოდ ის თავს არ მავიწყებს - მხედველობა მაკლდება, ფეხები აღარ მემორჩილება... ერთადერთი, რაც ასაკთან ერთად უკეთესობისკენ შეიცვალა, ეს ჩემი ხასიათია.


როგორი მინდა დავრჩე ხალხის მეხსიერებაში? რთული კითხვაა, ნაზი, მომხიბვლელი, ჭკვიანი, ლამაზი... ერთი სიტყვით, ისეთი, როგორიც ვარ.


დავასკვენი, რომ ჩემთან ცხოვრება ძნელი იყო. ბუზღუნა და მძიმე კაცი ვარ, მარტოობა მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამ! დიდხანს ვეჩვეოდი სიმარტოვეს, ხანდახან ძალიან მინდა, ვიღაცას გული გადავუშალო, მაგრამ... მარტოობა მაინც მომწონს, მეტსაც გეტყვით: სიმარტოვე დიდი ფუფუნებაა.


ხანდახან დამამცირებელია იმის შეგრძნება, რომ ძალა ნელ-ნელა გეცლება, სიკვდილზე ფიქრიც გეძალება... ვნანობ, რომ ბევრი რამ გვიან შევიცანი, ადრე რომ ეს ცოდნაც მქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი. ვნანობ, რომ ხანდახან სიფიცხეს ვიჩენდი.


ფაქტები:

 

ჯეკ ნიკოლსონი „ლეიკერსის" გამორჩეული ქომაგია ამის გამო პროდიუსერები „ლეიკერსის" თამაშების განრიგის მიხედვით ადგენენ ნიკოლსონის სამუშაო გრაფიკს.


ჯეკ ნიკოლსონს ისე ეჯავრება ინტერვიუს მიცემა, რომ სატელევიზიო შოუებში 1971 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.


მსახიობი იმდენად მოიხიბლა თავისი ჯოკერის ნიღაბით ფილმიდან - "ბეტმენი", რომ გარკვეული პერიოდი ქუჩაშიც ასეთი შენიღბული დადიოდა.


1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის.


 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი