logo_geo
10 ცნობილი ფოტო, რომლებმაც მსოფლიო შეძრა!...
- +

8 იანვარი. 2017. 15:02



1. "Puilitzer პრემიის"გამარჯვებული ფოტო, გადაღებულია1994 წლის განმავლობაში სუდანის შიმშილის დროს. სურათმა შეძრა მსოფლიო, არავინ იცის რა მოუვიდა ბავშვს გარდა ფოტოგრაფი კევინ კარტერისა, რომელმაც სურათის გადაღებისთანავე დატოვა ადგილი. 3 თვის შემდეგ კი დეპრესიისგან გარდაიცვალა.



2. ავღანელი გოგონას სურათი, გადაღებული National Geographic-ის ფოტოგრაფის Steve McCurry-ს მიერ. Sharbat Gula ლტოლვილთა ბანაკის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე იყო. ამ სურათზე ის 12 წლის არის.



3. Omayra Sánchez იყო ერთ-ერთი იმ 25 000 მსხვერპლთაგანი, რომელიც დაიღუპა ვულკან - Nevado del Ruiz (კოლუმბია) ამოფრქვევის დროს 1985 წლის 14 ნოემბერს. 13 წლის გოგონამ 3 დღე გაატარა წყალში ხაფანგში გამომწყვდეულმა. სურათი გადაღებულია სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ამ ფოტომ, უმოქმედობის გამო, საკმაოდ დიდი დაპირისპირება გამოიწვია ფოტოგრაფსა და კოლუმბიის მთავრობას შორის.

 


4. 2003 წლის "მსოფლიო პრესის ფოტოს" და 1995 წელს "pulitzer პრემიის" გამარჯვებული ფოტო. ფოტოზე გამოსახულია ერაყელი კაცი, რომელიც ცდილობს, საპყრობილეში, ერაყის ომის დროს, საკუთარ შვილს მდგომარეობა შეუმსუბუქოს. სურათი 2003 წლის 31 მარტს არის გადაღებული ფოტოგრაფ Jean-Marc Bouju-ს მიერ.



5. 2 pac Shakur-ის ცნობილი ფოტო, მკველელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული.



6. ალბერტ აინშტაინის ეს სურათი დასტურია  იმისა, რომ ეს გენიალური ადამიანი, საკმაოდ ექსცენტრიულიც არის. ფოტო 1951 წლის 14 მარტს არის გადაღებული.



7. ადოლფ ჰიტლერი ეწვია პარიზსს არქიტექტორ ალბერტ სპირთან ერთად (მარცხენა მხარეს), 1940 წლის 23 ივნისს.



8. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი სურათი, რომელიც 1848 წლის 29 მარტს არის გადაღებული, სადაც ასახულია მთლიანად გაყინული ნიაგარა. ნიაგარა მეორედ 1936 წელს გაიყინა.



9. სურათი, სადაც სხვადასხვა რასის ადამიანებისათვის, წყალი არის დანაწილებული. ფოტო გადაღებულია 1950 წელს სამხრეთ კაროლინაში Elliot Erwitt-ის მიერ.



10. ამ ფოტომ 2007 წელს "Pulitzer -ის ახალი ამბების ფოტოგრაფის ჯილდო მოიგო. Oded Balilty-ის მიერ გადაღებულ სურათზე გამოსახულია, თუ როგორ არაფრად აგდებს მარტოხელა ებრაელი ქალი ისრაელის შეიარაღებულ ძალებს, რომ მათ უკანონოდ შემოჭრილი ჯარი გაიყვანონ.


 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი