logo_geo
შესაძლებლობები სწორედ იქ არის, სადაც ჩვენ ვდგავართ!
- +

8 იანვარი. 2017. 16:05


 

ყოველი სარკინიგზო გზა, თითოეული გამოჩენილი საფინანსო ინსტიტუტი, ყველა გიგანტური საქმიანი საწარმო, ასევე, უდიდესი გამოგონება - ყველაფერი ეს  ოდესღაც ერთი ადამიანის წარმოსახვაში შექმნილა.


ფ. ვულვორტმა (გამოჩენილი ამერიკელი ბიზნესმენი) თავისი "ხუთი და ათი ცენტის" გეგმა თავიდან   წარმოსახვაში შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეასხა მას ხორცი და გადმოიტანა რეალობაში, რამაც ის მილიონერად აქცია.


თ. ედისონმა ჯერ თავის წარმოსახვაში შექმნა მოლაპარაკე მანქანა, აპარატი, რომელმაც მთელ მსოფლიოს მოძრავი სურათები აჩუქა, ასევე, არაჩვეულებრივი ელექტრო-ჭრაქი და ათეულობით სასარგებლო გამოგონება, მანამ, ვიდრე ისინი რეალობად იქცეოდნენ.


ჩიკაგოში მომხდარი ხანძრის დროს ათეულობით მოვაჭრე იდგა  თავისი მაღაზიის წინ და მგლოვიარენი უყურებდნენ მათ დაწვას. ბევრმა მათგანმა  სხვა ქალაქში გადაწყვიტა გადასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება. მათ შორის იყო ადამიანი, სახელად მარშალ ფილდი, რომელმაც თავის წარმოსახვაში სწორედ ამ ადგილზე, სადაც მისი ფერფლად ქცეული მაღაზია იდგა,  დაინახა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი უნივერმაღი  და ეს ჩანაფიქრი იქცა რეალობად.


ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების დასაწყისშივე ისწავლის თავისი წარმოსახვის უნარის გამოყენებას, მით უმეტეს უამრავი შესაძლებლობების საუკუნეში.


წარმოსახვა, ეს გონების ისეთი თვისებაა, რომელიც  შესაძლებელია განვითარდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს.


სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ , ვისაც არ უნდა წარმოადგენდეთ ცხოვრებაში, რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეთ,  თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ უფრო სასარგებლონი და პროდუქტიულები თქვენივე წარმოსახვის განვითარების ხარჯზე.


წარმატება ყოველთვის ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგია, მაგრამ თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის გარეშე. წარმატება ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგია მხოლოდ იმ გაგებით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაწყიტოს თუ რა სურს მას. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია წარმოსახვის გამოყენებასთან. ამ მომენტიდან წარმატების მიღწევა კი დამოკიდებულია გარშემომყოფებზე ტაქტიკურ და დახელოვნებულ ზემოქმედებაზე, მათგან თანამშრომლობის მიღწევის მიზნით. მანამ კი, ვიდრე მათთან თანამშრომლობას მიაღწევდეთ, მეტიც - ვიდრე მათ ამის შესახებ სთხოვთ, პირველ რიგში, თავად თქვენ უნდა გამოხატოთ მზაობა თანამშრომლობისთვის. აქ მოქმედებს წარმატების ერთ-ერთი კანონი: ჩვეულება აკეთო იმაზე მეტი, რისთვისაც გიხდიან!


შესაძლოა, თქვენ არ მოგეწონოთ ის საქმე, რომლითაც ახლა ხართ დაკავებული. არსებობს ორი გზა: პირველი- ნაკლებად დაინტერესდეთ იმით, რასაც აკეთებთ, ოღონდ თავიდან მოიშოროთ იგი. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან მალე დაასრულებთ ამ საქმიანობას, ვინაიდან თქვენი მომსახურება სულ უფრო ნაკლებად მოთხოვნადი გახდება. მეორე და უკეთესი ვარიანტი მდგომარეობს იმაში, რომ შეეცადოთ გახდეთ უფრო სასარგებლო და ეფექტური იმაში, რასაც ამ ეტაპზე საქმიანობთ და ამით მიიპყროთ მათი კეთილგანწყობა, ვისაც შეუძლია დაგაწინაუროთ და შემდგომში უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენ უფრო მოგეწონებათ. თქვენ თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რომელ გზას აირჩევთ.


ათასობით ადამიანი უვლიდა გვერდს დღევანდელი კალუმეტის (ამერიკელი მაგნატი და სპილენძის საბადოს მფლობელი) შახტის ადგილს და არავის შეუნიშნავს რაიმე ღირებული ამ ადგილზე. მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოიყენა თავისი წარმოსახვის უნარი, ჩავიდა რამდენიმე მეტრით მიწაში, გამოიკვლია იქ ნაპოვნი მასალა და აღმოაჩინა მსოფლიოში უმდიდრესი სპილენძის საბადო.


ჩვენ და ყოველი ადამიანი, დროგამოშვებით მიმოვდივართ საკუთარ „კალუმეტის საბადოებზე". აღმოჩენა კი, გამოკვლევისა და საკუთარი წარმოსახვის უნარის გამოყენების საქმეა.

რასსელ კრონველი (ამერიკელი იურისტი, სასულიერო მოღვაწე) თავის ლექციაში ამბობს, რომ არ არის საჭირო შესაძლებლობების ძიებაში შორს წასვლა. ის სწორედ იქ არის, სადაც ჩვენ ვდგავართ! ეს ჭეშმარიტებაა, რომლის  დამახსოვრებაც ღირს.


წყარო: ihow.ge

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი