logo_geo
როგორ უნდა მოვიქცეთ სხეულის მოყინვის დროს?
- +

8 იანვარი. 2017. 16:07



ცივ გარემოში ყოფნისას, დიდია მოყინვის განვითარების საშიშროება. დაზიანებული არე კი, მკვეთრად განსხვავდება ნორმალურისგან. მგრძნობელობა დაზიანებულ არეში ხშირად დაქვეითებულია ან საერთოდ არ აღინიშნება. შესაძლებელია შეშუპებისა და ბუშტუკების განვითარებაც. მსუბუქი მოყინვისათვის დამახასიათებელია წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, დაზიანებული ადგილის დაბუჟება, გაფერმკრთალება ან გალურჯება.


როგორ უნდა დავეხმაროთ დაზარალებულს და როგორი სახის პირველადი დახმარება უნდა გავუწიოთ მას, ამას ქვევით შეგიძლიათ გაეცნოთ.


1. ძალიან ფრთხილად გახადეთ დაზარალებულს ხელთათმანები, მოაცილეთ სამკაულები (თუ ხელია მოყინული) ან ფეხსაცმელი (თუ დაზიანებულია ფეხი). გაათბეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი თქვენი ხელებით. მოყინვის დროს, არ შეიძლება მოყინული ნაწილის დაზელვა ან მასაჟი, - ამით შეიძლება გააღრმავოთ დაზიანება;

 

2. ეცადეთ, გადაიყვანოთ დაზარალებული სითბოში, მაგრამ გახსოვდეთ - არ შეიძლება მოყინული ადგილის სწრაფი გათბობა, ამიტომ არ დაადოთ მოყინულ მიდამოს სათბური, ბოთლები ცხელი წყლით, არ დასვათ დაზარალებული სითბოს წყაროსთან ან ცეცხლთან ძალიან ახლოს;

 

3. თუ მოყინულ არეს სწრაფად არ უბრუნდება ნორმალური ფერი, მოათავსეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი თბილ წყალში, შემდეგ გაამშრალეთ და დაადეთ არამჭიდრო სახვევი. თუ მოყინულ ადგილებზე განვითარდა ბუშტუკები, მათი მთლიანობა არ დაარღვიოთ;

 

4. ასწიეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი ზემოთ. ეს შეამცირებს შეშუპებასა და ტკივილს.


გახსოვდეთ!


• მოყინვის დროს არ შეიძლება ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, დაზიანებული არის მასაჟი და დაზელვა, სითბოს დადება დაზიანებულ არეზე და დაზიანებული კიდურის მოძრაობა.


წყარო: borbonchia.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი