logo_geo
ნაკლებად ცნობილი ფაქტები „The Beatles“ შესახებ
- +

8 იანვარი. 2017. 17:01



ბითლზი 1960 წელს ქალაქ ლივერპულში ჩამოყალიბდა და დღემდე, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეულში შედიოდნენ: ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი და ჯორჯ ჰარისონი.


1969 წლის 20 სექტემბერს ლენონმა განაცხადა, რომ ჯგუფიდან მიდიოდა, თუმცა ეს განცხადება პრესისთვის არ გაკეთებულა. 1970 წლის 10 აპრილს კი, პოლმა გაავრცელა ინფორმაცია ჯგუფის დაშლის შესახებ, თუმცა, ოფიციალურად, ოთხივე წევრის პარტნიორული შეთანხმება 1975 წელს დაიშალა.

 


გთავაზობთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ბითლზზე:


პოლ მაკკარტნიმ ცნობილი სიმღერა „Hey Jude" ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის დაწერა.


საინტერესო და ირონიულია ის ფაქტი, რომ ჯორჯ ჰარისონმა ცნობილი სიმღერა „Here comes the sun" თავისი საუკეთესო მეგობრის, ცნობილი მომღერლის, ერიკ კლეპტონის ბაღში დაწერა. მოგვიანებით, კლეპტონს ჰარისონის მეუღლე შეუყვარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მათ რომანიც ჰქონდათ.


„მეხუთე ბითლად" ხშირად მოიხსენიებენ სერ ჯორჯ მარტინს იმ გიგინატური შრომის გამო, რაც მან ჯგუფის განვითარებაში ჩადო.


მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გამოაცხადა, რომ The beatles უფრო პოპულარული იყო, ვიდრე იესო, ჯგუფის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.


Beatles-ის როგორც ჯგუფის ბოლო სიმღერა იყო „The end"


ბითლზის ცნობილ სურათში, რომელიც ები როუდზეა გადაღებული, სადაც მომღერლები ქუჩას კვეთენ, პოლ მაკარტნის ფეცსაცმელი არ აცვია. ის გადაღების დროს სანდლებით იყო და გადაწყვიტა, რომ ქუჩის გადაკვეთისას ისინი არ უნდოდა სცმოდა.



FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით". ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა, როგორც „რადიკალურად განწყობილი ნარკომანი, რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია."


ბითლზი ფლობს 7 გრემის. მათ გამოუშვეს 6 ბრილიანტის, 24 მულტი პლატინიუმის, 29 პლატინიუმისა და 45 ოქროს ალბომი აშშ-ში.


„ბითლზის" პოპულარობის პერიოდში, ყველაზე მეტ წერილს თაყვანისმცემლებისგან პოლ მაკ-კარტნი იღებდა. ყველა წერილის დასაწყისი კი ერთმანეთს გავდა და იწყებოდა ასე: „გამარჯობა პოლ, ეს მე ვარ, შენი მომავალი მეუღლე, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ." წერილებს თან ფოტოები ახლდა, რომლებსაც უკან მცირე ინფორმაცია ჰქონდა მიწერილი.


ბრიტანულ ჩარტებში ჯგუფი ლიდერობდა 15 სხვადასხვა ალბომით.


1962 წელს პირველი ალბომისთვის „Please Please me" სიმღერების, „Love Me Do", „P S I Love You", „Please, Please Me" და „Ask Me Why" გარდა, დანარჩენი 10 სიმღერა სულ რაღაც 10 საათში ჩაწერეს.


BBC-იმ თავის დროზე ბითლზის რადენიმე სიმღერა: „Lucy in the Sky with Diamonds", „Fixing a Hole" და „A Day in the Life" დაბლოკა იმის გამო, რომ ტელეკომპანიის აზრით, ისინი ნარკოტიკებს უწევდნენ პროპაგნდას.


როგორც პოლმა განაცხადა სიმღერა, „Yestarday" მაშინ დაწერა, როდესაც სამზარეულოში ერბო-კვერცხს წვავდა.


 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი