logo_geo
სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები
- +

4 აგვისტო. 2018. 12:17

 

ფინელები არამარტო „ბედნიერების მსოფლიო ანგარიშში", სხვა საერთაშორისო რეიტინგშიც პირველ პოზიციებს იკავებენ. ამის მიზეზებს გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ხსნის.

 

ფინელებთან ერთად ბედნიერი ხალხის რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მათი ჩრდილოევროპელი მეზობლებიც მოხვდნენ, რადგან ყველა კვლევის თანახმად, ისინი ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნებში ცხოვრებენ, საუკეთესო ხელისუფლებით და ცხოვრების მაღალი დონით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და თითქმის არარსებული კორუფციით. ამასთან, Eurobarometer-ის გამოკითხვის თანახმად, ფინელები ყველაზე მეტად ენდობიან თანამოქალაქეებს, რასაც ვერ ვიტყვით სლოვაკეთზე, საბერძნეთსა და კვიპროსზე.

 

კვლევაში ყურადღება ფინეთში ჩასულ მიგრანტებზეც ამახვილებენ, რომლებიც თითქმის ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც დანარჩენი მოსახლეობა.

 

კვლევის თანახმად, ფინურ მიდგომას ბედნიერებაზე საერთო არაფერი აქვს 1ტკბილ ცხოვრებასთან. იქ მიიჩნევენ, რომ ბედნიერებას გამომუშავება სჭირდება და ფინელები იშვიათად აძლევენ საკუთარ თავს უსაქმოდ ყოფნის უფლებას.

 

მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა ღარიბი იყო და ჯერ შვედეთზე, შემდეგ კი რუსეთზე იყო დამოკიდებული

 

ფინელები ახლა ყველაზე კმაყოფილი გადამხდელები არიან მსოფლიოში. სწორედ გადასახადებით ფინანსდება განათებული საციგურაო მოედნები და სათხილამურო ტრასები, უფასო კორტები და სანაპიროზე ხელბურთის მოედნები, უფასო ბიბლიოთეკები. იქ ახლაც აშენებენ საზოგადოებრივ საუნებს მაშინ, როცა კერძო საუნები, როგორც ამბობენ, ავტომობილებზე მეტია.

 

საუნა ფინეთში ბედნიერების ცენტრია და იქ წასვლა ყოველდღიურობის ნაწილია. ფინელი ექიმები მიიჩნევენ, რომ საუნაში ხშირი სიარული გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი