logo_geo
10 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობისთვის
- +

5 აგვისტო. 2018. 02:03

 

მიუხედავად იმისა, რომ მარტო მოგზაურობა საშიშად, მოსაწყენად და უცნაურად ჟღერს, ეს ისაა, რაც თითოეულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს.

 

ბლოგერმა სარა შმალბურკმა ის ადგილები შეკრიბა, სადაც მარტო წასვლა, მისი აზრით, საუკეთესო საშუალებაა თვითგამოხატულებისთვის, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შესაცნობად, დასვენებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

  1. ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეგობრულ ადგილად მიიჩნევა. მის უდიდეს ქალაქებში, როგორიცაა ჰო ში მინი და ჰანოი, თქვენ იპოვით უსაფრთხო და საინტერესო გარემოს ბაზრებზე, ქუჩებში და ა.შ.

 

  1. ვენა - ავსტრია მარტოხელა მოგზაურებისთვის საუკეთესო ადგილია. ბლოგერი წერს, რომ ამ ქალაქში მოგზაურობა საკუთარი თავის მკურნალობას ჰგავს.

 

  1. დუბროვნიკი, მეტსახელად „ადრიატიკის მარგალიტი“ - ქალაქი ადრიატიკის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში. ქალაქს გარს ერტყმის უზარმაზარი საფეხმავლო ბილიკი, მდიდარია ისტორიული ძეგლებით, პლაჟებით და ძველი ქალაქის წარმტაცი პეიზაჟებით.

 

  1. იტალიური რივიერის ზღვისპირა მომხიბვლელ სოფლებში, სანაპირო ზოლ ჩინკვე ტერეზე სეირნობა ნებისმიერი მოგზაურისათვის ახდენილი ოცნებაა. ამ ადგილის სილამაზის აღქმა კი პარტნიორის ყოლას სულაც არ საჭიროებს.

 

  1. ახალი ზელანდია სოლო მოგზაურებს უამრავ თავგადასავალს სთავაზობს. კრუიზი ნავით, ველოსიპედით გასეირნება და ლაშქრობები ისაა, რითაც ეს ადგილი ვიზიტორებს ხიბლავს.

 

  1. სამხრეთ კორეა ყოველთვის საუკეთესო ტურისტული ადგილი არ ყოფილა, მაგრამ ბოლო წლებში ქვეყანა საგრძნობლად შეიცვალა და განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ბლოგერი მოგზაურებს ურჩევს კორეას აუცილებლად ეწვიონ აპრილში, ალუბლის ყვავილობისას და დასძენს, ამისათვის პარტნიორი სულაც არაა საჭირო.

 

  1. ნორვეგია ულამაზესი პეიზაჟებისა და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გარდა ტურისტებს იმითაც ხიბლავს, რომ აქ დანაშაულის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შესაბამისად, მოგზაურებს თამამად შეუძლიათ ნორვეგიას მარტო ესტუმრონ.

 

  1. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია არაა დიდი ქვეყანა, იქ განსაცვიფრებლად მრავალფეროვანი ლანდშაფტებია. გარდა ამისა, იგი დამთვალიერებლებს სუფთა და მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემის გამოც მოსწონთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნებისმიერ ადგილას მოხვედრა ადვილი და ხელმისაწვდომია.

 

  1. კოსტა რიკა მოსახლეობის ბედნიერების ინდექსით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. იმისათვის, რომ ადამიანს აქ სტუმრობა მოუნდეს, ეს ინფორმაციაც კი საკმარისია. თუმცა, ამის გარდა, ტურისტებს აქ ხიბლავთ წყლის სპორტი და უღრანი ტყეები.

 

  1. უბუდი, ბალი - საოცარი სიმწვანე, ბრინჯის ტერასები და სუფთა ჰაერი მარტო მყოფ ადამიანებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს.
წყარო : wyaro
big_banner
არქივი