„ბაყაყი არ სვამს იმ ჭაობიდან, რომელშიც ბინადრობს“ - ინდიელების გამონათქვამები, რომელიც თქვენს ცნობიერებას შეცვლის
-
+
7 აგვისტო. 2018. 03:32
აი, უკიდეგანო პრერიების, მკაცრი კლდეებისა და ხელუხლებელი ტყეების სიბრძნე, რომელსაც ინდიელები მოკლე აფორიზმებით გამოთქვამენ.
- ნუ შეგეშინდება ტირილის. ეს შენს გონებას გაათავისუფლებს სევდიანი აზრებისგან.
- უმჯობესია, ელვა გქონდეს ხელში, ვიდრე ქუხილი - პირში.
- ყველა მცენარე - ჩვენი და-ძმაა. თუ კარგად მივაყურადებთ, გავიგებთ, რაზე საუბრობენ.
- რა არის სიცოცხლე? ეს ციცინათელას ერთწამიანი გამონათებაა ღამით. ეს ბიზონის სუნთქვაა ზამთარში. ეს ჩრდილია, რომელიც მინდორზე მოეფინება და მზის ჩასვლისას იკარგება.
- როდესაც დაიბადე, ტიროდი, სამყაროს კი უხაროდა. იცხოვრე ისე, რომ როცა მოკვდები, სამყარომ იტიროს, შენ კი - გიხაროდეს.
- ერთი ფეხით კანოეზე და მეორე ფეხით ნავზე თუ დადექი, მდინარეში ჩავარდები.
- გული - ჩვენი პირველი მასწავლებელია.
- გახსოვდეს: შენი შვილები შენ არ გეკუთვნის, მათ შემოქმედი გათხოვებს.
- ადამიანური კანონები ადამიანის გაგებით იცვლება. მხოლოდ სულის კანონებია უცვლელი.
- სიკვდილი - უბრალოდ, სამყაროების შეცვლაა.
- ვერ გააღვიძებ იმას, ვინც თავს იკატუნებს, რომ სძინავს.
- ყველა სიზმარი ერთი ობობის ქსელის ჭორებია.
- დაეწაფე სიბრძნეს და არა ცოდნას. ცოდნა - წარსულიდანაა, სიბრძნე - მომავლიდან.
- თუ მადლიერების მიზეზს ვერ ხედავ, ეს შენი ბრალია.
- ბაყაყი არ სვამს იმ ჭაობიდან, რომელშიც ბინადრობს.
წყარო :