logo_geo
მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება!
- +

8 იანვარი. 2017. 21:39



ახალი 7 საოცრების ფონდი 2001 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ის კერძო შემოწირულობებზეა დაფუძნებული. პროექტის მიზანი კი, ძველი 7 საოცრების განახლება იყო. 2007 წლის ივლისში, ლისაბონში გამოქვეყნებული ინტერნეტგამოკითხვის შედეგებით, 100 მილიონმა ადამიანმა მსოფლიოს საოცრებების ახალი შვიდეული დაასახელა.


1) ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი - ჩინეთი) - ჩინურად "ვანლი ჩან ჩენ".

 

 

ჩინეთის დიდი კედელი "10000 ლის სიგრძის კედელს" ნიშნავს. იგი დიდი სამხედრო გამაგრებაა, რომლის მშენებლობაც მომდინარეობდა ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ახ. წ. მე-17 საუკუნემდე, სხვადასხვა დინასტიების, მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმების დასაცავად. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. - ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა.


2) ტაჯ-მაჰალი (აგრა - ინდოეთი) "სასახლე-გვირგვინი" - ძეგლი აგრაში, ინდოეთში, აგებულია 1631-1654 წლებში დაახ. 20 000 მუშის მიერ.

 

 

მუღალთა იმპერატორ შაჰ ჯაჰანის შეკვეთით, ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი, როგორც მუმთაზ მაჰალი) მავზოლეუმი. ტაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.


3) კოლიზეუმი ( რომი - იტალია ) ფლავიუსების ამფითეატრი, გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი.

 

 

კოლიზეუმი, ძირითადად, ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. ის ძვ. წ. 70-სა - ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს აშენდა. კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ტიტუსის დროს დასრულდა და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორ დომიციანეს ზეობისას.


4) უძველესი ქალაქი პეტრა (იორდანია).

 

ქალაქი პეტრა თავისი სიძველითა და ისტორიული, თვალწარმტაცი სანახაობით, ყოველ წელს უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქში მოხვედრისთანავე, დამსვენებელთა თვალწინ ახალი სამყარო იშლება. აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი სასახლე ელ - კაზნე, მონასტერი ელ - დეირი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ კაზნეს ქვეშ დამარხულია განძეული და თუკი ადამიანი საჭირო ადგილს იპოვის, მათ თვალწინ ოქროს გორები გადაიშლება.


5) ქრისტეს ქანდაკება (რიო - ბრაზილია).

 

 

იგი მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში მთა კორკოვადოს წვერზე. დამზადებულია მთლიანად რკინაბეტონით და რეცხვადი ქვით. ქრისტეს ქანდაკების ზუსტი ზომებია: სიმაღლე - 38 მ, ამასთანავე კვარცხლბეკი - 8 მ, წონა - 1145 ტ, გაშლილი ხელების სიგრძე - 30 მ. ქრისტეს ქანდაკება ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მონუმენტია მსოფლიოში. ყოველ დღე მილიონობით ტურისტი ადის მის კვარცხლბეკზე, საიდანაც ქალაქის გასაოცარი პანორამა იშლება.


6) ინკების ქალაქი - მაჩუ-პიქჩუ (პერუ).

 

 

ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები, მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ. სიმაღლეზე, პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე მდებარეობს. მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით, 1430 წელს და სავარაუდოდ, 1462 წელს დასრულდა.


7) ჩიჩენ-იცა ( მექსიკა).

 

 

ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ის მაიას ცივილიზაციის დროს არის აგებული. ჩიჩენ-იცას ნანგრევები, ამჟამად, მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი