logo_geo
12-13 აგვისტოს დედამიწის მოსახლეობა მეტეორების წვიმას იხილავს
- +

12 აგვისტო. 2018. 19:34

 

12-13 აგვისტოს ღამეს დედამიწის მოსახლეობას ყოველწლიური პოპულარული ასტრონომიული მოვლენის მეტეორების ანუ პერსეიდების წვიმის ნახვის საშუალება ექნება.

 

ვარსკვლავთცვენა ყოველ წელს ივლისიდან აგვისტოს შუალედში ხდება, პიკს კი 12-13 აგვისტოს აღწევს. ამ პერიოდში დედამიწა ჩაუვლის ნამსხვრევებს, რომლებიც კომეტა Swift-Tuttle-თან არიან დაკავშირებული.

 

თავად კომეტა 133 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას, ხოლო მისი ნამსხვრევები და მტვერი პლანეტას ყოველ წელს ხვდება.

 

მეტეორების წვიმას ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ამ ბმულზე უყუროთ.

 

big_banner
არქივი