უკაბელო ინტერნეტით შესაძლებელია, ბომბებისა და იარაღის აღმოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს აშშ-ში, რატგერსის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ დაადასტურა.
ინტერნეტის სიგნალს შეუძლია, შეაღწიოს ჩანთებში, აღიქვას მასში მოთავსებული ლითონი თუ რაიმე სითხე, გააანალიზოს ნივთის, მოწყობილობის ზომა და დაადგინოს, არის თუ არა ის საფრთხის შემცველი.
უკაბელო ინტერნეტზე დამყარებული სისტემა 95%-ით ზუსტია.
კვლევის ავტორების განმარტებით, ეს მეთოდი სახელმწიფოებს ბევრად იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ადამიანების დეტექტორებით შემოწმება.