logo_geo
დაბალნახშირწყლოვანი დიეტები სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს
- +

17 აგვისტო. 2018. 17:49

 

დიეტები, რომლის რაციონშიც ნახშირწყლების შემცველობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობას 4 წელზე მეტი დროით ამცირებს.

 

დაბალნახშირწყლოვანი დიეტები ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია ატკინსის დიეტა, რომელიც ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

 

The Lancet Public Health-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ 15 400 ადამიანი გამოკითხეს. ინტერვიუერები მათ სთხოვდნენ, გაეხსენებინათ დიეტისას მათ რაციონში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ენერგიის 50-55%-ს ნახშირწყლებით იღებენ, სიკვდილის რისკი ბევრად დაბალია.

 

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ენერგიის 50-55%-ს ნახშირწყლებით იღებენ, სიკვდილის რისკი ბევრად დაბალია.

 

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებში, რომელთა რაციონშიც, კალორიების 30%-ს შეადგენს ნახშირწყლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა 4 წლით ნაკლებია;

თუ კალორიების 30%-40%  ნახშირწყლებია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2.3%-ითაა შემცირებული, 65%-ის შემთხვევაში კი, 1.1 წლით მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი