logo_geo
კაცები მხედველობით აღქმულ ინფორმაციას უფრო სწრაფად ამუშავებენ, ვიდრე ქალები
- +

19 აგვისტო. 2018. 17:58

 

„ქალები და კაცები ერთმანეთისგან მხლოდ გარეგნობით არ განსხვავდებიან. სხაობები ღრმად ტვინებშია დალექილი და ვლინდება, მაგალითად, სივრცეში ორიენტირების დროს, რაც კაცებს უფრო იოლად შეუძლიათ, ვიდრე ქალებს. მაგრამ არის ერთი გამონაკლისი: ბაზარში ქალი უშეცდომოთ მიემართება იმ დახლისაკენ, რომელთანაც მას მანამდე კარგად მოემსახურნენ“, - წერს ავსტრიული გამოცემა Die Presse.

 

„სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, სხვაობების ნაწილი ნაკარნახევია ჩვენი კულტურით, ნაწილი კი დაკავშირებულია ბუნებასთან: ქალებში ხუთჯერ უფრო ხშირია დეპრესია, კაცებში კი ათჯერ უფრო ხშირია აუტიზმი“, - წერს წერილის ავტორი.

 

მეცნიერების აზრით, ეს დაკავშირებულია ჰორმონ ტესტოსტერონთან და მისით განპირობებულ ფენომენთან, რასაც „მკაფიოდ გამოხატულ კაცის ტვინს“ უწოდებენ, რომელიც ყველაფრის სისტემატიზებისთვის არის მზად.  

 

სიეტლელმა მეცნიერმა სკოტ მიურეიმ მიზნად დაისახა გაერკვია, თუ რა ხდება აუტიზმით დაავადებული პაციენტების ტვინებში. ექსპერიმენტების დროს მეცნიერებს კომპიუტერის ეკრანზე გამოჰქონდათ რამდენიმე სწრაფად მოძრავი თეთრი და შავი ხაზები, რომლებიც რამდენიმე წამში ქრებოდა. კვლევაში მონაწილე აუტისტებს და ჯანმრთელ ადამიანებს უნდა განესაზღვრათ სად მიფრინავდა ეს ხაზები და ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაეკეთებინათ კლავიატურის ერთ-ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით.

 

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ აუტისტებს და მოხალისეებს შორის სხვაობა არ არსებობდა, გარდა გენდერული სხვაობისა: ქალები კაცებზე ნელა მოქმედებდნენ 25-75%-ით. ამ ექსპერიმენტების შედეგებზე მეცნიერებმა ვრცელი სტატია სპეციალიზებულ გამოცემაში Current Biology გამოაქვეყნეს.

 

„რატომ ხდება ასე უცნობია, თუმცა შედეგიც სახეზეა, რომ გენდერული სხვაობები შეიძლება აბსოლუტურად მოულოდნელად გამოვლინდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი