logo_geo
სურათები, რომლებიც ასახავს, რა რაოდენობის ფული სჭირდება ვენესუელის მოსახლეობას პროდუქციის შესაძენად
- +

21 აგვისტო. 2018. 15:43

 

ჰიპერინფლაციის გამო, ვენესუელის მოსახლეობა წუხს, რომ ფინანსურმა კრიზისმა შესაძლოა, ვაჭრობა შეუძლებელი გახადოს. ივლისში ინფლაციამ 82.700% შეადგინა. პირველადი საჭიროების საგნებისა და პროდუქტების შესაძენად იმ რაოდენობის ფულია საჭირო, რომლის ტარებაც უკვე სულ უფრო რთული ხდება. ერთი ევროს ღირებულების კილოგრამი ყველის შესაძენად, 7.500 ცალი 1000 ბოლივარიანი დენომინაციაა საჭირო.

 

Reuters-ის ჟურნალისტმა, კარლოს გარსია როვლინსმა უნიკალურ გზას მიაგნო იმის საჩვენებლად, თუ რა რაოდენობის ფული სჭირდება კარაკასის მოსახლეობას სხვადასხვა საკვები საგნისა და პროდუქტის შესაძენად.

 

2,4 კილოგრამიანი ქათმის ღირებულება 14,6 მილიონი ბოლივარია, რაც 1,94 ევროს ექვივალენტია.

 

 

ტუალეტის ქაღალდის შესაძენად ვენესუელაში 2.6 მილიონი ბოლივარია საჭირო, რაც 0.35 ევროცენტის ტოლია.

 

 

ერთი კილოგრამი სტაფილო 3 მილიონი ბოლივარი ღირს – 0.40 ევროცენტი.

 

 

ვენესუელაში ერთი კილოგრამი ბრინჯის შესაძენად 2,5 მილიონი ბოლივარი დაგჭირდებათ, რაც 0.33 ევროცენტის ტოლია.

 

 

ერთი კილოგრამი პომიდვრის ფასი 5 მილიონი ბოლივარია, რაც 0.66 ევროცენტს უდრის.

 

 

ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ამბობს, რომ ქვეყანა „ეკონომიკური ომის“ მსხვერპლია, თუმცა ახალი სავალუტო ზომები ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს. მთავრობის კრიტიკოსები ინფლაციის მიზეზად არასწორ სოციალისტურ პოლიტიკას და ფულის უკონტროლო ბეჭდვას ასახელებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი