logo_geo
400 წლის წინ მცხოვრები იაპონელი სამურაის 19 წესი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
- +

22 აგვისტო. 2018. 03:10

 

თითოეული ადამიანი ძალიან განსხვავებულია და მათ ერთმანეთს ვერ შეადარებ. იაპონელი ბუდისტები ამბობენ, რომ არსებობს 19 წესი, რომელთა შესრულებითაც  შეგვიძლია  ბედნიერ და სრულფასოვან ცხოვრებას მივაღწიოთ.  სიკვდილის წინ მიამოტო მუსასმა შეადგინა იმ ძირითადი წესების სია, რომლის მიხედვითაც თავად  ცხოვრობდა. იგი  1584 წელს დაიბადა,  იყო პროფესიონალი მოფარიკავე, ცნობილი მებრძოლი და მის სწავლებებს ახლაც იყენებენ, თუმცა ყველაზე ღირებული რაც მან შექმნა არის საოცრად შთამაგონებელი ცხოვრებისეული წესები. როგორც მან უწოდა ,,მარტოობის გზა“, ესაა მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ  ცხოვრებისეული წარმატებით გზის გავლაში.

ისწავლეთ, ცხოვრება მიიღოთ ისეთი როგორიც არის

თუ გსურთ შეინარჩუნოთ მყარი ფსიქიკა,  უბრალოდ უპირობოდ  უნდა მიიღოთ ცხოვრება.  სტრესი, შფოთვა, სასოწარკვეთა ადამიანის ცხოვრების შემდაგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი გამოუსწორებელ პრობლემად და მით უმეტეს  ,,თავდასხმად“ არ უნდა აღიქვათ.

თავიდან მოიშორეთ ნებისმიერი აკვიატება, რათა შეძლოთ ცხოვრებით ტკბობა

როგორც წესი, ჩვენ უამრავ დროს ვხარჯავთ სიამოვნების მიღებაზე – ვიკლავთ მოთხოვნილებებს, მივიღწვით დაწინაურების და გაზრდისკენ, გავხდით სექსუალური მოთხოვნილებებით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილი. მუსასი ამტკიცებს, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვცადოთ ვიცხოვროთ აწმყოში და მივიღოთ სიამოვნება თითოეული წამით. არ ვიცხოვოთ მომავლის შიშით არც წარსულის აჩრიდლის ქვეშ. ვიცხოვროთ დღევანდელი დღით.

ნუ იქნებით იმპულსური

ხშირად გვეუბნებიან, რომ მივყვეთ ჩვენს გულისთქმას, მაგრამ მუსასის სწავლებით ეს არც ისე კარგი აზრია. მისი აზრით, უეცრად მოვარდილ გრძნობას ჯერ გაანალიზება საჭიროებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. გული მეტისმეტად ემოციურია და ამიტომ მხოლოდ გულის კარნახით მოქმდებამ შესაძლოა ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს. ამიტომ გულის კარნახი გონების ფილტრში უნდ გავატაროთ და  არასოდეს მოვიქცეთ იმპულუსურად.

ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარი თავით შეპყრობილი

საკუთარი თავით შეპყრობილობა საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში. დღესდღეობით,  ისე ვართ ფოკუსირებული ონლაინ სამყაროზე, გამუდმებით ვიღებთ სელფებს და ვისწრაფვით თითქოსდა  სრულყოფილებისკენ. ეს უკვე ნარცისიზმია. ამ ორომტრიალში გვავიწყდება, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ეცადეთ განაცალკევოთ თქვენი თავი და თქვენი ეგო, რათა უკეთ დაინახოთ ნამდვილი ღირებულებები.

არასოდეს მისცეთ ეჭვს თქვენი ცხოვრების მართვის  შესაძლებლობა

ეჭვიანობა  სიძულვილის ძალიან ძლიერი ფორმაა  და მუსასის მტკიცებით,  მისი კონტროლის ქვეშ ყოფნა აუცილებლად  გაგანადგურებთ. ის ამბობს – არასოდეს შეგშურდეთ სხვების და იყავთ მადლიერი იმისთვის რაც გაქვთ.

გათავისუფლდით უტოპიური სურვილისკენ სწრაფვისგან

რაიმეს ნდომის ძლიერი სურვილიც გვიბიძგებს, რომ ვიფიქროთ მხოლოდ ამ  სურვილზე  და გარშემო სხვა ყველაფერი დავივიწყოთ.  მუსასი თვლის, რომ  ზედმეტად ბევრი ფიქრი და ოცნება რაიმე სურვილზე დამანგრეველია. ადამიანმა უნდა  გამოიჩინოს მადლიერება  და დააფასოს ის, რაც ცხოვრების მოცემულ ეტაპზე აქვს. არ ისურვოს ერთაბაშად რთულად შესასრულებელი სურვილის ასრულება, უბრალოდ იცხოვროს, იმოქმედოს და ყველაფერი კარგი და ეტაპობრივად მოვა მის ცხოვრებაში.

არასოდეს იცხოვროთ სინანულით

ჩვენ ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს – წარსულს ვერ შეცვლი. მუსასის სჯეროდა, რომ ყველაფერი  რაღაც მიზნით ხდება  და ეს   ცხოვრების ნაწილია. წუწუნით და სინანულით უკვე მომხადარს ვერ შეცვლის და შესაბამისად ამის გამო დარდი აზრსმოკლებულია.

არ ჩავარდეთ დეპრესიაში განშორების გამო

გამუდმებით სევდიან მომენტებზე ფიქრი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მეგობრებთან და ოჯახთან ხელს გვიშლის წინსვლაში და განვითარებაში. მუსასი ფიქრობდა, რადგანაც წარულს ვერ შეცვლი, უბრალოდ განაგრძე ცხოვრება.

არასოდეს დაკარდოთ დრო წუწუნზე

ბევრ ადამიანს უყვარს  წუწუნი. ისინი თითქოსდა ასე უფრო უკეთ გრძნობენ თავს.  მაგრამ მუსასის სწავლების მიხედვით,  უბრალოდ  უნდა მივიღოთ ცხოვრებისეული სირთულეები და არ ჩავიციკლოთ უარყოფით მომენტებზე. შესაბამისად ბევრიც არ უნდა ვისაუბროთ მასზე.

არ მისცეთ ვნებას თქვენი ცხოვრების მართვის უფლება

ადამიანი ბუნებით სექსუალური არსებაა და ბევრი ადამიანი ძალიან დიდ დროს ხარჯავს სექსუალურ ფანტაზიებზე. მუსასი თვლის, რომ ნაცვლად ამისა უკეთესია ვიზრუნოთ ნამდვილ სიყვარულსა და ხანგრძლივ ურთიერთობებზე.

იყავით გახსნილი

ნუ შეზღუდავთ საკუთარ  ფიქრებს და მისწრაფებებს. მიეცით თქვენს ოცნებებს  გასაქანი და მიიღებთ ახალ შესაძლებლობებს.

ნუ დაემონებით სიმდიდრეს

ერთი შეხედვით, შესაძლოა მნიშვნელოვნად გვეჩვენება ქონება და ძვირადღირებული სახლი, მაგრამ ცხოვრებაში არის უფრო დიდი განძი: სიყვარული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ნუ იქნებით ხარბი

ჩვენი საზოგადოება შეპრობილია გურმანობითა და გემოთმოყვარეობით. მუსაშის სჯეროდა, რომ არ შეიძლება ჭამით ზედმეტად  ტკბობა. საჭმელი უნდა იყოს ჯანსაღი და სულაც არ არის აუცილებელი ის გემრიელიც იყოს.

მოიშორეთ უსარგებლო ნივთები

ნუ იქნებით შეპყრობილი იმ მატერიალური ნივთებით,  რაც სხვა სამყაროში აღარ დაგჭირდებათ. ნივთები არსებობენ თქვენთვის და არა თქვენ ნივთებისთვის.  ყოველთვის დროულად მოიშორეთ არასაჭირო საგნები და იცხოვრეთ მარტივი, სუფთა ცხოვრებით.

ნუ დაიჯერებთ ყველაფერს რასაც გეტყვიან

ყველაფერზე გქონდეთ საკუთარი აზრი  და ნუ მოექცევით  სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ.

ნუ შეგეშინდებათ სიკვდილის

სიკვდილის მუდმივი შიში  ხელს  შეგიშლით სავსე ცხოვრებით ცხოვრებაში. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ნუ შეგეშინდებათ თქვენი მოქმედების  შედეგების.

არ გამოიყენოთ იარაღი თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის

მიუხედავად იმის, რომ მუსასი მოფარიკავე იყო,  სჯეროდა რომ იარაღი  მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენო.

ნუ მოაქცევთ საკუთარ თავს ზეწოლის ქვეშ სიმდიდრის მოსაპოვებლად

ადამიანების  უმეტესობა აგროვებს დანაზოგს  საპენსიო ასაკისთვის, რათა შეძლოს უზრუნველად ცხოვრება, მაგრამ სწავლება კვლავ გვახსენებს, რომ  მატერიალური კეთილდღეობა არ განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას. დაიჭირეთ წამი და მიიღეთ მისგან მაქსიმალური სიამოვნება.

ყოველთვის დაიცავით თქვენი ღირსება

მუსასი თვლიდა, რომ ერთადერთი გზა  იყო მართალი საკუთარ თავთან  ისაა, რომ  მიჰყვე საკუთარ  რწმენას, არ უღალატო საკუთარ პრინციპებს და ღირსეულად იცხოვრო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი