logo_geo
შექმნეს დრონი, რომელსაც დაღლილი ადამიანის ამოცნობა და მისთვის ყავის მიტანა შეუძლია
- +

24 აგვისტო. 2018. 17:12

 

 

აშშ-ში შექმნეს დრონი, რომელსაც შეუძლია, ამოიცნოს ადამიანის გამომეტყველება, გააანალიზოს, რამდენად დაღლილია ის და მოუტანოს ყავა. ამის შესახებ BBC წერს.

 

კომპანია IBM-მ ინოვაციური ტექნოლოგია უკვე დააპატენტა. დრონები ოფისის თანამშრომლებისთვისაა შექმნილი. მედიაში გავრცელდა პატენტის აპლიკაციაში შესული ნახატები, რომელიც აჩვენებს, როგორ მუშაობს დრონი.

 

მისი გამოძახება ადამიანს ხელის დაქნევითაც შეუძლია, რის შემდეგაც დრონი ყავას მის ფინჯანში ჩაასხამს. გარდა ამისა, შეუძლია ყავის ჭიქიანად მიტანა ადგილამდე, - იმისთვის კი, რომ ყავა არ დაიღვაროს, ჭიქას წყალგამძლე პაკეტშიც ათავსებს.

 

ტექნოლოგიის მუშაობის ყველა დეტალი ჯერ არაა ცნობილი. დამპატენტებელ კომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, აპირებს თუ არა ახლო მომავალში საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებას მოგების მისაღებად.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი