logo_geo
სუნთქვა მუცელზე ცხიმის ფენის შესამცირებლად
- +

24 აგვისტო. 2018. 21:02

 

 

ადამიანის უმეტესობა, რომლებსაც ზედმეტი წონა უჩნდებათ, ცხიმი მთელ სხეულზე თანაბრად უნაწილდება. ზოგსაც დამატებით კალორიები მხოლოდ მუცელზე უგროვდება. თუ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნებით, პრობლემის მოგვარებაში სუნთქვითი ვარჯიში დაგეხმარებათ. ის მუცლის ღრუს ორგანოების მუშაობას აწესრიგებს და მუცელზე ცხიმის ფენის დაწვას ხელს უწყობს.

 

სავარჯიშო ყოველდღიურად, რამდენჯერმე სრულდება. პირველად დილით, უზმოზე. მიიღე მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, ფეხზე იდექით ან დაწექით. აუცილებელია მარცხენა მხარე მარჯვენას სიმეტრიული იყოს). ღრმად ჩაისუნთქეთ, მთელი ჰაერი მაქსიმალურად ამოისუნთქეთ და მეტად აღარ ჩაისუნთქოთ. 5-ჯერ მუცელი მიყოლებით ძლიერ შესწიეთ  და უკან გამოსწიეთ. შემდეგ რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა შეასრულეთ, სანამ ჩვეულებრივი სუნთქვა არ აღდგება. სავარჯიშო კიდევ 7-ჯერ შეასრულეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი