logo_geo
ფეხით დღეგრძელობისკენ - კორეელების სასარგებლო ჩვევა, რომლის გადმოღებაც ნამდვილად ღირს!
- +

24 აგვისტო. 2018. 23:34

 

 

კორეელები ფლობენ სასარგებლო ჩვევას, რისი გადმოღებაც ნამდვილად ღირს. თუ კორეაში მოხვდებით, შენიშნავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შორის მსუქანი ადამიანები პრაქტიკულად არ არიან. ისი ღრმა მოხუცებულობამდე მხნედ რჩებიან და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ასაკობრივ კორეელებსაც კი არ უყვართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და ყველგან ფეხით სიარულს ამჯობინებენ. საქმეებზე, სამუშაოზე, და სახლამდე ფეხით მიდიან, მაშინაც კი, თუ მანძილის დასაფარად 30-40 წუთი სწრაფი ნაბიჯებით სიარული უწევთ.

 

ჯანმრთელობის ასეთი სასარგებლო ჩვევა კორეელებს აუცილებლობიდან გამომდინარე ჩამოუყალიბდათ. საქმე ისაა, რომ 50-60 წლის წინ ეს ქვეყანა ეკონომიკურად ჩამორჩენილი იყო, არ იყო არც საავტომობილო ტრასები, არც რკინიგზა. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ყველგან თავისი ორი ფეხით გადაადგილდებოდა, რაც მათ მხოლოდ სასიკეთოდ წაადგათ. მუდამ ფეხით სიარულმა მათი სახსრები, კუნთები და გულსისხლძარღვთა სისტემა გააძლიერა, გამოაწრთო.

 

ამიტომაა, რომ კორეელებს შორის ბევრია დღეგრძელი, რომლებმაც 100 წელს გადააბიჯეს. ხანდაზმული კორეელები შესაშური გამძლეობით და ახალგაზრდული შესახედაობით გამოირჩევიან. ისინი ფეხით სიამოვნებით მიემგზავრებიან ხანგრძლივ სეირნობებზე მთაში, პარკებში, მინერალურ წყაროებზე.

 

ბავშვები ადრეული ასაკიდან ხანდაზმულობის წლებამდე სიამოვნებით დარბიან სპორტულ მოედნებზე, რომელიც კორეის ყველა ქალაქში დიდი რაოდენობითაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი