logo_geo
პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი I)
- +

27 აგვისტო. 2018. 21:44

 

პოლიტიკოსები გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. ამიტომ ქცევები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სრულიად უწყინარია, მათ დიდი სკანდალის ფასად უჯდებათ. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილ პოლიტიკოსთა ფოტოებს, რომლებიც სკანდალების საფუძველი გახდა.



პრინცი უილიამი, კეიტ მიდლტონი და ლებრონ ჯეიმსი, დეკემბერი, 2014 წ.

 




ამერიკელი კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, რომელიც "კლივლენდ კავალიერსში" თამაშობს, მხილებული იქნა სამეფო ეტიკეტის დარღვევაში კემბრიჯის ჰერცოგინიასთან, კეიტ მიდლტონთან ურთიერთობაში. ფოტოსთვის პოზირებისას ჯეიმსმა კეიტს მხარზე ხელი მოხვია, რაც, ცხადია, პროტოკოლით სრულიად მიუღებელია. გაკვირვებულმა მიდლტონმა უბრალოდ გაიღიმა, მისმა მეულემ კი ყურადღება არ მიაქცია მომხდარს და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერაფერი შეამჩნია.



ჯონ მაკეინი 2008 წ.

 




ეს კი აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ლეგენდარული ფოტოა. მაკეინის ფოტო გადაღებულია ბარაკ ობამასთან დაძაბული ტელედებატების შემდეგ. ენაგამოყოფილი მაკეინის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, პოლიტიკოსი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა და სოციალურ ქსელში მემის სტატუსიც მიიღო.



ბარაკ ობამა, პენ ლიუანი და ვლადიმირ პუტინი, ნოემბერი, 2014 წ.

 




APEC-ის შემოდგომის სამიტზე პეკინში საკმაოდ ციოდა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, კორეის სახალხო რესპუბლიკის პირველ ლედის თბილი მოსასხამი მოახურა. მან ჩათვალა, რომ ამგვარად ზრდილობიანობა გამოიჩინა პენ ლიუანის მიმართ. ამ დროს კი ქალბატონის მეუღლე, კორესის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, სი ცზინპინი აშშ-ს პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან საუბრით იყო დაკავებული. ქალბატონმა მიწოდებული მოსასხამი ღიმილით მიიღო, თუმცა თითქმის მაშინვე გადასცა იგი პერსონალს. სამაგიეროდ მცველმა პირველ ლედის მისივე პალტო მიაწოდა.



დედოფალი ელიზაბეტ II და მიშელ ობამა, აპრილი 2009 წ.

 




დედოფალ ელიზაბეტ II-სთან შეხვედრისას ბუკინგემის სასახლეში აშშ-ს პირველმა ლედიმ აშკარად დაარღვია პროტოკოლი იმით, რომ დედოფალს გადაეხვია. ინციდენტი შეხვედრის ბოლოს მოხდა. უძველესი ბრიტანული ტრადიციის მიხედვით, დედოფალთან შეხება სასტიკად არის აკრძალული. თავად დედოფალს კი შეუძლია ნებისმიერ თავს ქვეშევრდომს შეეხოს და ამისთვის იგი ხელთათმანებს იცვამს.



ლორა ბუში, ვლადიმირ პუტინი, ჯორჯ ბუში უმცროსო და ლუდმილა პუტინა, 2006 წ.

 




2006 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ში "დიდი რვიანის" სამიტზე ჩავიდა მეუღლესთან, ლიუდმილა პუტინასთან ერთად. აგარაკზე "დანბარ ჰაუზში" შეხვედრისას უმცროსმა ჯორჯ-ბუშმა მისაღებად ჩათვალა კოლეგის მეუღლის გადაკოცნა მისალმების ნიშნად. პუტინმა კი, თავის მხროვ გადაწყვიტა მკაცრად დამორჩილებოდა პროტოკოლს და მოკრძალებით ჩამოართვა ხელი ლორა ბუშს.




ბარაკ ობამა, სექტემბერი, 2014 წ.

 




ნატოს გენასამბლეაზე ნიუ-იორკში ჩასული ბარაკ ობამა დამხვედრ საზღვაო ფეხოსნებს ყავის ჭიქით ხელში მიესალმა. არმიის პროტოკოლის მიხედვით სამხედრო მისალმების დროს აუცილებელია ორივე ხელი თავისუფალი გქონდეს. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, უმჯობესია მისალმებისგან საერთოდ თავის შეკავება.


უმცროსი ჯორჯ ბუში, ივნისი, 2015 წ.

 




აშშ-ში ყველაზე ცნობილი საპრეზიდენტო სამხედრო მისალმებად დარჩა უმცროსი ჯორჯ ბუშის ჟესტი. ამ მომენტში მთავარსარდლის ხელები უბრალოდ დაკავებული აღმოჩნდა...საყვარელი ძაღლით.


ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი, იანვარი, 2007 წ.

 




ვლადიმირ პუტინის ძაღლი, ლაბრადორი სახელად კონი, სოჭში საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტისა და ანგელა მერკელის შეხვედრას ესწრებოდა და გერმანიის კანცლერი გვარიანად შეაშინა. როგორც შემდეგ დასავლეთის პრესა წერდა, პუტინს არ შეეძლო არ სცოდნოდა ძაღლების მიმართ გერმანელი ფრაუს შიშის შესახებ. მართლაც: მერკელი შესამჩნევად აღელდა კონის დანახვაზე. ხოლო როცა ძაღლი აუჩქარებლად გაემართა ფოტოკორესპონდენტებისაკენ, კანცლერმა წარმოთქვა: "ახლა ნამდვილად შეჭამს ჟურნალისტებს".

 


ბარაკ ობამა, იაპონიის იმპერატორი აკიხიტო და იმპერატრიცა მიშიკო, ნოემბერი, 2009 წ.

 




შშ-ს პრეზიდენტის კრიტიკოსებმა გვარიანად მოიფხანეს გული, როცა ობამა ტოკიოში ვიზიტის დროს იაპონიის იმპერატორის, აკიხიტოს წინაშე დაიხარა. მათი აზრით, პრეზიდენტის ჟესტი უსიტყვოდ ამტკიცებდა იმას, რომ მისი მმართველობის დროს აშშ აშკარად დასუსტდა. ობამას შეახსენეს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა არ უნდა აღიაროს მეფეებისა და იმპერატორების ავტორიტეტი. თავად ობამა კი პირველად არ აღმოჩნდა ამგვარ სიტუაციაში: 2009 წლის აპრილში იგი ამავე ჟესტით მიესალმა საუდის არაბეთის მეფეს, აბდულას. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ობამას მოქმედება პროტოკოლის ჩვეულებრივ დაცვად გამოაცხადა.


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიანლუნი, დეკემბერი, 2005 წ.

 




ბერლინში ერთ-ერთი ოფიციალური საზეიმო ღონისძიების დროს, სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი სიანლუნი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან "გაიქცა". პროტოკოლის მიხედვით, პოლიტიკოსებს ხალიჩაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა გაევლოთ სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული მუსიკის თანხლებით.



მუზა ბინტ ნასერი, 2002 წ

 




2002 წელს, მუზა ბინტ ნასერი, ყატარის ემირის, ხამად ბენ ხალიფ ალ ტანის მეორე ცოლი, პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე სახის დაფარვის გარეშე, რითაც უხეშად დაარღვია ისლამის მოთხოვნები. მისმა ამ ქმედებამ აღშფოთება გამოიწვია ყატარის ხანდაზმულ მოსახლეობაში, ახალგაზრდები კი აღაფრთოვანა. მუზა ბინტ ნასერი, 7 შვილის დედა და ქალთა ემანსიპაციისა და უფლებების დამცველია.



ელიზაბეტ II და ლიუდმილა პუტინა, ივნისი 2003 წ.

 




ლონდონში ჩატარებულ ღოონისძიებაზე რუსეთის პირველი ლედის ჩაცმულობა განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა და აღაშფოთა დრეს-კოდის ექსპერტები. საქმე ის არის, რომ ლიუდმილა პუტინას ქუდი გაცილებით აღემატებოდა ზომითა და მორთულობით მონარქის თავსაბურავს, რაც სრულიად მიუღებელია. 



ნიკოლა სარკოზი, კარლა ბრუნი, სვეტლანა მედვედევა და დიმიტრი მედვედევი, მარტი, 2010 წ.

 




ელისეის სასახლეში ვახშამზე მიწვეულ რუსეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ბიუსტჰალტერის გარეშე დახვდა. ეს, ცხადია, ოფიციალური დრეს-კოდის უხეში დარღვევა იყო. თუმცა ალბათ გასაკვირი არ არის ყოფილი მოდელის, მომღერლისა და ბოჰემური ცხოვრების წარმომადგენლისთვის...



სილვიო ბერლუსკონი და ანგელა მერკელი, 2008 წ.

 




ტრიესტში სამიტზე მყოფი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს გაეხუმრა. იგი შენობიდან გამომავალ და ავტომობილისკენ მიმავალ მერკელს შეუმჩნევლად ზურგიდან მიეპარა და დაიყვირა "კუ-კუ!". გაკვირვებულმა მერკელმა კი ბერლუსკონის დანახვაზე შესძახა: "სილვიო!". 



ბილ კლინტონი, 2012 წ.

 




2012 წლის 25 მაისს აშშ-ს ექს-პრეზიდენტი და ჰილარი კლინტონი ამერიკის საზოგადოებისა და მსოფლიო ტაბლიოდების ყურადღების ქვეშ მოექცნენ მონტე-კარლოში, საქველმოქმედო საღამოზე გადაღებული ფოტოს გამო. სამმა პოპულარულმა პორნო-მსახიობმა სთხოვა ექს-პრეზიდენტს სურათი გადაეღო მათთან, შემდეგ კი აღნიშნული ფოტო მიკრობლოგზე გამოაქვეყნეს. 



ჰილარი კლინტონი 2012 წ.

 




იმავე წლის აპრილში ფოტოკორესპონდენტებმა ჰილარი კლინტონიც გამოიჭირეს კოლუმბიის ქალაქ კარატაჰენაში საერთაშორისო სამიტის შემდეგ ლუდის სმის დროს. 



დონალდ რამსფელდი და სადამ ჰუსეინი, 1983 წ. 

 




ამერიკელებისთვის ეს ფოტო დაუვიწყარი გახდა. ფოტომ, რომელზეც აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი ხელს ართმევს ერაყის დიქტატორს სადამ ჰუსეინს, საგრძნობლად შეარყია მისი რეპუტაცია. სურათი გადაღებული იქნა 1983 წელს, როცა რამსფელდი იყო პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ სპეციალურად წარგზავნილი ბაღდადში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი